მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩემი პრინციპია, არ დაველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკებაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის ვერ ხედავს რუსეთისგან კონსტრუქციული მოლაპარაკების სურვილს, ამიტომ არ აპირებს მოლაპარაკებას მასთან, ვინც ულტიმატუმებს აყენებს.

„ჩვენი მებრძოლების ქმედებებს უკრაინის სამხრეთით ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ყველა აღნიშნავს და ხაზს უსვამს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ საზღვრებამდე გახვალთ და მტრის ზურგს დაინახავთ. მე ვერ ვხედავ რუსეთისგან კონსტრუქციული მოლაპარაკების სურვილს. რაც შეეხება მათ ულტიმატუმებს, არ მაინტერესებს, ვინ წამოაყენა ეს ულტიმატუმები, პუტინმა თუ ვინმე სხვამ, ეს არის ჩემი პრინციპი, არ დაველაპარაკები მათ, ვინც ულტიმატუმებს მიყენებს. რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება, მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც აგრესორი უკრაინის ტერიტორიიდან თავის ჯარებს გაიყვანს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „უკრაინისთვის გერმანული იარაღის მიწოდების ფაქტი, არის წითელი ხაზი, რომელიც გერმანიის ხელისუფლებას არ უნდა გადაეკვეთა“ - რუსეთის ელჩი