მოლდოვაში პოლიტიკური დაძაბულობა იზრდება, 2025 წლის 28 სექტემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები დიდწილად განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, თუ პრეზიდენტ მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტია არჩევნებს წააგებს, მაშინ, ფაქტობრივად, ქვეყანაში ძალაუფლება შეიცვლება, თუმცა, სანდუს ევროპული სტრუქტურების სრული მხარდაჭერა აქვს და ის დანებებას არ აპირებს.
„რა ხდება ე.წ. ძალიან დემოკრატიულ მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნების წინ:
მოლდოვაში პოლიტიკური დაძაბულობა იზრდება, 2025 წლის 28 სექტემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები დიდწილად განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. გასულ კვირას, გაგაუზიის ავტონომიის ხელმძღვანელს, ევგენია გუცულს, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. უფრო ადრე, ივნისში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი თქვა „პობედას“ ბლოკის რეგისტრაციაზე, სადაც გუცული პირველი ნომერი უნდა ყოფილიყო. მოლდოვას ხელისუფლება „პობედას“ და მის ლიდერ ილან შორს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ მუშაობაში ადანაშაულებს.
მოლდოვაში მთავრობას პრემიერ-მინისტრი აყალიბებს, რომელსაც პრეზიდენტზე მეტი უფლებამოსილება აქვს. ანუ, თუ პრეზიდენტ მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის“ (PAS) პარტია არჩევნებს წააგებს, მაშინ, ფაქტობრივად, ქვეყანაში ძალაუფლება შეიცვლება.
ცხადია, მაია სანდუს დანებება არ აქვს განზრახული. ის ევროპული სტრუქტურების სრული მხარდაჭერით სარგებლობს და „პრორუსულ ძალებთან“ ბრძოლის ლოზუნგით მკაცრ ზომებს იღებს შიდა პოლიტიკური ველის გასაწმენდად. თუმცა, არჩევნებიდან „პობედას“ ამოღება და გუცულის განაჩენი (რომელიც ჯერ არ შესულა კანონიერ ძალაში და გასაჩივრდება) ჯერ კიდევ არ იძლევა სანდუს პარტიის ცალსახა წარმატების გარანტიას.
როგორც კვლევები აჩვენებს,არაერთ პარტიას (მას შემდეგ, რაც „პობედას“ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცა) აქვს პარლამენტში მოხვედრის შანსი. პირველ რიგში, ეს არის PAS. პრეზიდენტის პარტია პირველ ადგილზეა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში, რომელიც, სხვადასხვა შეფასებით, 26-დან 32%-მდე მერყეობს. თუმცა, ეს საკმარისი არ არის პარლამენტში უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად. და, რაც კიდევ უფრო უარესია სანდუსთვის, დანარჩენი სამი კვალიფიციური პარტიიდან არცერთი არ არის მიდი შეხედულებების მქონე და არც ღიად უჭერს მხარს პროევროპულ კურსს.
რეიტინგში მეორე ადგილი ყოფილი სოციალისტი პრეზიდენტის, იგორ დოდონის ბლოკს ეკუთვნის, რომელიც სულ ახლახან დარეგისტრირდა. მას ჰქვია „სოციალისტების, კომუნისტების, მოლდოვას გულისა და მომავლის პატრიოტული საარჩევნო ბლოკი“ (სახელწოდება ასახავს ამ ბლოკის შემადგენელ პარტიებს).
მაია სანდუ ბლოკს პრორუსულს უწოდებს. თავად დოდონი კი ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციასთან კავშირების აღდგენისა და ურთიერთობების ნორმალიზების აუცილებლობას. სხვადასხვა გამოკითხვის თანახმად, „პატრიოტულ ბლოკს“ 13-17% აქვს. თუმცა, სავარაუდოდ, „პობედადან“ ხმების უმეტესობა, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს (და მას დაახლოებით 10% ჰქონდა), მას მიემართება.
გამოკითხვებში მესამე ადგილი ალტერნატიულ ბლოკს (10-12%) ეკუთვნის, რომელსაც კიშინიოვის მერი იონ ჩებანი და ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ალექსანდრუ სტოიანოღლუ ხელმძღვანელობენ (გასულ წელს ის სანდუსთან ერთად მეორე ტურში გავიდა). ბლოგი პროევროპულად პოზიციონირებს, თუმცა ხელისუფლება მას მოსკოვთან კავშირებში ადანაშაულებს და „ფარულ“ პრორუსულ პარტიას უწოდებს.
რუმინეთმა, ჩებანს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ჩაწერილი ახლო კავშირების საფუძველზე. თუ, ამ პარტიის მოსკოვთან კავშირების შესახებ ვერსია სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ეს პოლიტიკური ძალა შესაძლოა დოდონის ბლოკთან ალიანსში ვიხილოთ.
მოკლედ, მთავარი გამოცანა არის, შეძლებს თუ არა ეს ოპოზიციური ალიანსი, თუ პირიქით, PAS, არჩევნებში საკმარისი ხმების მოპოვებას უმრავლესობის შესაქმნელად. გაგრძელება იქნება“, - წერს მეტრეველი.