ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის ჯეიკ სალივანის განცხადებით, ჩინეთი და ინდოეთი ვალდებულნი არიან, რუსეთს მკაფიო სიგნალი გაუგზავნონ. სალივანი გულისხმობს ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს.
„ჩვენი პერსპექტივიდან, ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის შეერთებული შტატების ვალდებულება, რომელიც მუშაობს ნატოს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან და სხვა პასუხისმგებელ ქვეყნებთან მთელ მსოფლიოში. მათ შორის, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი, ძალიან მკაფიო და გადამწყვეტი მესიჯი უნდა გაუგზავნონ რუსეთს, რომ მათ არ უნდა იფიქრონ ამ კონფლიქტში ბირთვული იარაღის გამოყენებაზე“, - განაცხადა სალივანმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 ბელორუსში საზღვრების დასაცავად 9 000 რუსი სამხედრო განლაგდება - ბელორუსის თავდაცვის სამინისტრო
👉 „აშშ არ მოითმენს რუსეთის ბირთვულ თავდასხმებს რაიმე ფორმით“ - ჯეიკ სალივანი
👉 უკრაინამ იგორ გირკინის დაკავებისთვის 100 000$-იანი ჯილდო დააწესა - უკრაინის დაზვერვა
👉 „დროა, უკრაინამ სამხედრო დახმარება მიიღოს“ - ისრაელის დიასპორის მინისტრი
👉 გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე მოსკოვში ჩავიდა - რუსული მედია