მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენ ვათავისუფლებთ დონეცკსა და ლუგანსკს“ - შოიგუ

ჩვენ ვათავისუფლებთ დონეცკსა და ლუგანსკს

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ უკრაინაში ომის შესახებ კომენტარი მარტის შემდეგ პირველად გააკეთა. მისი თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „სახალხო რესპუბლიკების“ განთავისუფლება გეგმის მიხედვით ხორციელდება.

„დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ გათავისუფლების გეგმა თანმიმდევრულად ხორციელდება“, - აცხადებს შოიგუ.

შოიგუმ დასძინა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე „მშვიდობიანი ცხოვრება“ მყარდება.

ამავდროულად, შოიგუმ შეერთებული შტატები და დასავლეთის სხვა ქვეყნები უკრაინაში ომის მაქსიმალურად გაჭიანურებაში დაადანაშაულა.

„უკრაინისთვის სულ უფრო მეტი რაოდენობის იარაღის მიწოდება ნათლად აჩვენებს დასავლეთის განზრახვას, მოახდინოს კიევის რეჟიმის პროვოცირება იმისთვის, რომ ბოლომდე იბრძოლონ“, - აცხადებს შოიგუ.

აღსანიშნავია, რომ შოიგუ ბოლო სამი კვირის განმავლობაში თითქმის არ ჩანდა საზოგადოებაში და არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. აპრილის დასაწყისში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ბოლოს საჯაროდ 29 მარტს ისაუბრა. შემდეგ მან უკრაინაში ეგრეთ წოდებული „სპეციალური ოპერაციის“ მთავარი მიზანი დაასახელა და დასძინა, რომ მისი ძირითადი ამოცანები შესრულებულია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉ბუჩაში სამხედრო დანაშაულების ჩადენაში ბრალდებულ ბრიგადას პუტინმა საპატიო წოდება მიანიჭა

👉„მსოფლიო ახალ ცივ ომში შედის, ამიტომ დროა მოემზადოთ მისი შედეგებისთვის“ - იბრაჰიმ კალინი

👉რუსებმა მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხნის შტურმი დაიწყეს

👉რუსული ძალების ფართომასშტაბიანი შეტევა დონბასის რეგიონში უკვე დაწყებულია - The New York Times

👉20 800-ზე მეტი სამხედრო, 802 ტანკი, 2 063 საბრძოლო ჯავშანმანქანა - რუსული არმიის დანაკარგები