მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დამპყრობლები სევეროდონეცკში შეჭრას ცდილობენ

სევეროდონეცკი

რუსული ჯარები ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკში შეჭრას ცდილობენ, - ამის შესახებ ქალაქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტრიუკმა განაცხადა.

„ქალაქი თითქმის გარშემორტყმულია რუსული ჯარების მიერ, ისინი ცდილობენ ქალაქის შტურმს რამდენიმე მიმართულებით“, - აღნიშნა ალექსანდრე სტრიუკმა.

ამასთან, ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია მოსახლეობას ქალაქის დატოვების მოტივაციას არ აძლევს: საგრძნობლად შემცირდა ევაკუაციის ტემპი.

„ქალაქში რჩება დაახლოებით 15 000 ადამიანი, რომლებიც არ ტოვებენ ქალაქს“, - დასძინა ქალაქის ხელმძღვანელმა.

 სტრიუკის თქმით, სევეროდონეცკში ინფრასტრუქტურული ობიექტების 80% დაზიანდა.

„დაზიანებულია ინფრასტრუქტურის დაახლოებით 80%. თითქმის ყველა ქვესადგური უკვე დაზიანებულია“, - განაცხადა ქალაქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️პოლონეთი საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას - დმიტრი პესკოვი

✔️უკრაინელებმა შავ ზღვაში კიდევ ერთი რუსული გემი გაანადგურეს - უკრაინული მედია

✔️ილოცეთ, რომ გლობალური ომი არ დაიწყოს - რუსეთის პატრიარქი მრევლს ლოცვისკენ მოუწოდებს

✔️ოკუპანტებმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან ნახევარი მილიონი ტონა მარცვლეული მოიპარეს

✔️აშშ-ის დაზვერვა უკრაინელებს რუსი გენერლების დახოცვაში ეხმარება