მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის დაზვერვა უკრაინელებს რუსი გენერლების დახოცვაში ეხმარება

ამერიკის შეერთებული შტატები

აშშ-ის დაზვერვა უკრაინელებს რუსი გენერლების დახოცვაში ეხმარება, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია „ნიუ იორკ თაიმსზე“ დაყრდნობით ავრცელებს. 

ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მიაწოდა სადაზვერვო ცნობები, რომელიც უკრაინელებს დაეხმარა, მიზანში ამოეღოთ და დაეხოცათ რუსი გენერლები.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ფრონტის ხაზზე 12 რუსი გენერალი დაიღუპა და ამ რაოდენობამ სამხედრო ანალიტიკოსები გააოცა.

დაზვერვის ინფორმაცია, ასევე, მოიცავს ცნობებს რუსული ჯარების მოსალოდნელი გადაადგილების შესახებ, რაც მიღებულია ამერიკელების ბოლოდროინდელი შეფასებებიდან დონბასში მოსკოვის საიდუმლო საბრძოლო გეგმის შესახებ.

ნიუ იორკ თაიმსი წერს, რომ ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა უარი თქვეს, დაეზუსტებინათ, 12 გენერლიდან რამდენი მოკლეს აშშ-ის დახმარებით. 

ამერიკელი ოფიციალური პირები არ აღწერენ, თუ როგორ მოიპოვეს ინფორმაცია რუსული ჯარების შტაბ-ბინის შესახებ, იმის შიშით, რომ მათი შეგროვების მეთოდებს საფრთხე არ შეექმნას. აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოები იყენებდნენ სხვადასხვა წყაროებს, მათ შორის საიდუმლო და კომერციულ თანამგზავრებს რუსული ჯარების გადაადგილების დასაკვირვებლად.

პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამერიკული მხარე კიევს აწვდის ინფორმაციას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს თავდაცვისთვის.

აგრეთვე წაიკითხეთ:

📢 უკრაინელებმა ერთ დღეში მტრის 2 თვითმფტინავი, 4 დრონი და 3 საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდეს

📢რუსებმა რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბი

📢 „რუსებმა ტაქტიკა შეცვალეს და უფრო ფრთხილად მოქმედებენ“ - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

📢 „აზოვსტალის“ ქარხანაში რუსები შეიჭრნენ

📢 „უკრაინა საბჭოთა ეპოქის იარაღს ვეღარ დაეყრდნობა“ - დმიტრო კულება