მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დენისი, ევგენი, იურა ჩვენთან აღარ არიან... უბრალოდ არ მჯერა, პატიოსანი, პასუხისმგებელი, წესიერი ხალხი“ - დავით არახამია ბროვარის ტრაგედიაზე

ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია ბროვარში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება, რომლის დროსაც უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა დაიღუპა.

„დენის მონასტირსკი, ევგენი ენინი, იურა ლიუბკოვიჩი ჩვენთან აღარ არიან... უბრალოდ არ მჯერა. პატიოსანი, პასუხისმგებელი, წესიერი ხალხი. ერთგულები თავიანთი საქმის, რომლებიც არასდროს უღალატებდნენ. ომის პირველივე საათებიდან რიგებში. ეს დიდი დანაკლისია გუნდისთვის და უკრაინისთვის. გულწრფელი სამძიმარი ყველა იმ ადამიანის ოჯახებს, ვინც დაიღუპა ამ საშინელ, უსამართლო ტრაგედიაში“, - განაცხადა არახამიამ.

ცნობისთვის, კიევთან ახლოს, ქალაქ ბროვარში ვერტმფრენი ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად 18 ადამიანი, მათ შორის უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და მისი მოადგილე ევგენი ენინი დაიღუპა. 18 იანვრის დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. ვერტმფრენი საბავშვო ბაღის მახლობლად ჩამოვარდა. კატასტროფის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე სამაშველო სამსახურებია მობილიზებული. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ნათელი ხსოვნა ყველას, ვისი სიცოცხლეც შეეწირა ამ შავ დილას“ - ზელენსკიმ ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზების გარკვევის დავალება გასცა

👉 ბრიტანეთს, პოლონეთსა და ბალტიისპირეთს სურთ, დაარწმუნონ გერმანია უკრაინისთვის ტანკების გაგზავნაში - The Guardian

👉 კიევთან ჩამოვარდნილ ვერტმფრენს უკრაინის შს მინისტრი ემსხვერპლა - ცნობილია 18 დაღუპულის შესახებ

👉 საინტერესოა, რას ფიქრობს ახლა ზურაბიშვილი? რუსებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრება შეიძლება რეალურ საფრთხედ იქცეს - თინა კანდელაკი