მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საინტერესოა, რას ფიქრობს ახლა ზურაბიშვილი? რუსებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრება შეიძლება რეალურ საფრთხედ იქცეს - თინა კანდელაკი

თინა კანდელაკი, სალომე ზურაბიშვილი

კრემლის პროპაგანდისტი, თინა კანდელაკი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ უსაფრთხოების მიზნით რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი უნდა გადაიხედოს.

👉 შეაფურთხა იმ ქვეყანას, რომელიც მას ზრდიდა - რუსი ტელეწამყვანი ბუბა კიკაბიძეზე

კანდელაკის თქმით, რუსებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრება შეიძლება რეალურ საფრთხედ იქცეს, ოღონდ ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის.

„2022 წლის მარტიდან რუსეთის მოქალაქეებმა 400 მილიონი დოლარი განათავსეს ქართულ ბანკებში“, - ამას ვწერდი ოქტომბრის შუა რიცხვებში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი უნდა გადაიხედოს უსაფრთხოების საფრთხის გამო.

2022 წლის დარჩენილ 2,5 თვეში ეს თანხა $2 მილიარდამდე გაიზარდა, რაც 5-ჯერ მეტია 2021 წელთან შედარებით.

საინტერესოა, რას ფიქრობს ახლა ზურაბიშვილი საქართველოს უსაფრთხოების საფრთხეზე? რუსებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრება შეიძლება რეალურ საფრთხედ იქცეს, ოღონდ ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის.

ასე რომ, საქართველო ტურიზმზე ფულის შოვნაზე არ ოცნებობდა.

P.S. როგორც საქართველოში ვამბობთ, რაც მეტი სიტყვაა, მით ნაკლებია საქმე. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შესაძლოა გადაიხედოს. მიზეზი საქართველოს უსაფრთხოებაა. რა თქმა უნდა, შეგიძლია გაიცინო, მაგრამ ღირს...“, - წერს კანდელაკი.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📢 კიევთან ჩამოვარდნილ ვერტმფრენს უკრაინის შს მინისტრი ემსხვერპლა - ცნობილია 18 დაღუპულის შესახებ

📢 შვედეთში რუსეთის საელჩომ გამოაქვეყნა რუკა, რომელზედაც ყირიმი უკრაინის ტერიტორიად არის აღნიშნული

📢 პუტინმა, შესაძლოა, მობილიზაციის ახალი ტალღა დღეს გამოაცხადოს - ISW

📢 „საუბარია თუ არა ბირთვულ იარაღზე?“ - მარია ზახაროვა ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე