მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა ცხინვალის მკვიდრის ავტომობილიდან მარიხუანა ამოიღეს

ცხინვალის ე.წ. შს სამინისტრო

ცხინვალში, ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა 41 წლის ადგილობრივი მკვიდრის ავტომობილიდან მარიხუანა ამოიღეს. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულ პირს ადრე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოუვიდა.

„საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში აღნიშნული პირის სატრანსპორტო საშუალება შემოწმდა და იქიდან ქაღალდში შეხვეული მარიხუანა იყო ამოღებული. მარიხუანის წონა 1,41 გრამია“, - წერია ინფორმაციაში.

აღნიშნულ ფაქტზე დე ფაქტო უწყებები გამოძიებას აწარმოებენ.