მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

დიმიტრი სამხარაძე: ღიად მოგვიწოდებენ და მხოლოდ კანონის გაუქმებას კი არ ითხოვენ, რომელიც ჰომოსექსუალების პროპაგანდას კრძალავს ბავშვებში, არამედ საზოგადოების მხარდაჭერას ჰომოსექსუალების მიმართ

დეპუტატი

„ადრე რასაც კაბინეტებში ითხოვდნენ, დღეს ღიად მოგვიწოდებენ! მხოლოდ კანონის გაუქმებას კი არ ითხოვენ, რომელიც ჰომოსექსუალების პროპაგანდას კრძალავს ბავშვებში, არამედ საზოგადოების მხარდაჭერას ჰომოსექსუალების მიმართ“, - წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე.

„ვიდეო დავდე, სადაც ქართული სულისკვეთება, ჩვენი ტრადიციული ცეკვაა ნაჩვენები და ერთ-ერთი ევროპული ფოლკლორი, კაცები ერთმანეთს რომ დუნდულებზე უცაცუნებენ.

ჩვენ არავის ვედარებით და არც გვინდა ვინმესთან, მით უმეტეს ქალაჩუნებთან შედარება! ისინი, ევროპელი კორუმპირებული, ჰომოსექსუალების ლობისტები ადარებენ და თან გვევაჭრებიან ყველაზე მთავარის დაკარგვით, რასაც ქართველობა ჰქვია!

1. ჰომოსექსუალების გაბატონება და სანაცვლოდ უვიზო-მოლაპარაკების სტატუსი!

2. ქართული ეკლესიის დაჩოქება და სანაცვლოდ უვიზო-მოლაპარაკების სტატუსი!

3. ქართული ადათ-წესების დაგმობა და სანაცვლოდ უვიზო-მოლაპარაკების სტატუსი!

4. ომის დაწყება, ნგრევა და გარდაცვლილი ქართველებით - ევროკავშირი!

ადრე რასაც კაბინეტებში ითხოვდნენ, დღეს ღიად მოგვიწოდებენ! მხოლოდ კანონის გაუქმებას კი არ ითხოვენ, რომელიც ჰომოსექსუალების პროპაგანდას კრძალავს ბავშვებში, არამედ საზოგადოების მხარდაჭერას ჰომოსექსუალების მიმართ!ანუ, ამათი პოპულარიზაცია რომ მოხდეს, ეკლესია უნდა ვაიძულოთ გეი მღვდელი ჰყავდეს და კაცებს ჯვარი დაწეროს!

ბავშვებს, ბაღებში და სკოლებში, ტრანსი მასწავლებლები უნდა ასწავლიდნენ! მისაბაძი ჰომოსექსუალი არსება უნდა იყოს და არა დარბაისელი ქართველი! ამას გვთხოვენ ხალხო და თან გვევაჭრებიან, ასე თუ არ იქნება, უვიზოს გაგიუქმებთ და ევროკავშირის გზას დაგიპაუზებთო!

სარგებელი გარყვნილება და მეტი თქვენ არაფერიო! ვეზიზღებით და იმიტომ გვექცევიან ასე! ახლა მითხარით ის ქართველი, რომელიც მისი შვილის ქართული მომავლის ნაცვლად, უვიზოს მოითხოვს და თუ ასეთი ვინმე აღმოჩნდება, სახეშია საფურთხებელი“, - აცხადებს დიმიტრი სამხარაძე.