მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაერომ უკრაინაში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის დადასტურებული რაოდენობა გამოაცხადა

ომი უკრაინაში

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის გამო დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეები რაოდენობა დაადგინა. 5237 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა ომს, ხოლო 7035 დაშავდა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლებას“ OHCHR-ში განუცხადეს. წერს უკრაინული მედია

ამავე ინფორმაციით, ეს არის მონაცემები 24 თებერვლიდან 24 ივლისის ჩათვლით. დაღუპულთა შორის სულ მცირე 348 ბავშვია, 560 კი დაშავდა.

მხოლოდ ივლისში ორგანიზაციამ დაადასტურა მშვიდობიანი მოსახლეობის გარდაცვალების ან დაშავების 1165 შემთხვევა.

მათ აღნიშნეს, რომ რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია, რადგან შეფერხებულია ინფორმაციის მოპოვება ზოგიერთი ადგილიდან, სადაც ინტენსიური ბრძოლები გრძელდება. 

ეს ეხება, კერძოდ, მარიუპოლს, იზიუმს, ლისიჩანსკის, პოპასნასა და სევეროდონეცკის დასახლებებს. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 რუსმა აგრესორებმა ხარკოვი კვლავ დაბომბეს - უკრაინული მხარე

👉 ქალაქმა 07:00 საათზე მუსიკის ფონზე უნდა გაიღვიძოს - ერევნის მერი

👉 ჩინეთი უფრო აგრესიული და საშიში გახდა შეერთებული შტატების მოკავშირეებისთვის - გენერალი მარკ მილი