მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინეთი უფრო აგრესიული და საშიში გახდა შეერთებული შტატების მოკავშირეებისთვის - გენერალი მარკ მილი

ამერიკელი გენერალი მარკ მილი

ამერიკელი გენერლის მარკ მილის თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩინური არმია მნიშვნელოვნად აგრესიული და საშიში გახდა. ამის შესახებ „ასოშიეთიდ პრესი“ წერს. 

მარკ მილის თქმით, წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის თვითმფრინავებისა და გემების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 

გენერალი ამბობს, რომ სახიფათო ურთიერთქმედებების რიცხვი გაიზარდა. 

„მესიჯი არის ის, რომ ჩინელი სამხედროები, ჰაერში და ზღვაში, უფრო და უფრო აგრესიულები გახდნენ ამ კონკრეტულ რეგიონში,” - აღნიშნა მარკ მილიმ. 

„ასოშიეთიდ პრესი“ იტყობინება, რომ ამერიკელი გენერლის ვიზიტი რეგიონში მკვეთრად არის ორიენტირებული ჩინეთის საფრთხეზე. 

ამასთან, აშშ-ის სამხედრო ჩინოვნიკებმა, ასევე, შეშფოთება გამოთქვეს იმის შესახებ, რომ ჩინეთი შესაძლოა, ტაივანში შეიჭრას, რასაც ოფიციალური პეკინი განიხილავს როგორც სეპარატისტულ პროვინციას. 

აშშ-ის სამხედრო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პეკინს სურს 2027 წლისთვის კუნძულზე გადასვლისთვის მზად იყოს. აშშ რჩება ტაივანის მთავარ მოკავშირედ და თავდაცვის იარაღის მიმწოდებლად. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 აღმოსავლეთ აფრიკაში 50 მილიონზე მეტი ადამიანი სურსათის მწვავე დეფიციტს განიცდის - Abcnews

👉 ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა დასავლეთ სანაპიროზე 2 პალესტინელი მოკლეს - პალესტინური მხარე

👉 ჩვენ გვჯერა ორი სქესის, არსებობენ კაცები და ქალები - დონალდ ტრამპი

👉 ეპისკოპისი ქადაგების დროს პირდაპირი ტრანსლირებისას გაძარცვეს - შემთხვევა ბრუკლინში

👉 დაღუპულია სულ მცირე 17 მიგრანტი, მათ შორის ჩვილი - ბაჰამის კუნძულებთან გემი ჩაიძირა

👉 შეიარაღებულმა პირმა უნივერსიტეტში ცეცხლი გახსნა, დაღუპულია ქალაქის ყოფილი მერი - შემთხვევა ფილიპინებში

👉 ავტობუსი ხიდიდან გადავარდა, დაღუპულია სულ მცირე 21 ადამიანი - შემთხვევა კენიაში

👉 სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა - შემთხვევა კალიფორნიაში