მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

განადგურებულია 170 ოკუპანტი, 8 ტანკი და 17 ჯავშანტექნიკა - უკრაინის გენშტაბი

განადგურებულია 170 რუსი ოკუპანტი

 „უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის 8 ტანკი, 17 ჯავშანტექნიკა, 11 მანქანა და 170 ოკუპანტი“, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს. 

„აღნიშნულია, რომ გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის 8 ტანკი, 17 ჯავშანტექნიკა და 11 მანქანა. დამპყრობელთა დანაკარგებმა შეადგინა დაახლოებით 170 ადამიანი. საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს მტრის 3 თვითმფრინავი და 3 უპილოტო საფრენი აპარატი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების დაჯგუფებამ წინა დღის განმავლობაში გაანადგურა მტრის 12 საჰაერო სამიზნე (3 თვითმფრინავი, 3 უპილოტო საფრენი აპარატი, ვერტმფრენი და 5 საკრუიზო რაკეტა)“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში. 

გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალების დაჯგუფება აგრძელებს თავდაცვითი ოპერაციის ჩატარებას ცალკეულ ზონებში და ასრულებს ტერიტორიული თავდაცვის ამოცანებს.

დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით გაერთიანებულმა ძალებმა მოიგერიეს მტრის ყველა შეტევა და მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს რუს დამპყრობლებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📢 ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს სასწრაფოდ გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან

📢 „ოპერაცია გაგრძელდება მანამდე, ვიდრე უზენაესი მეთაურის დასახული მიზნები სრულად არ შესრულდება“ - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

📢 რუსეთმა ხერსონზე კონტროლი დაკარგა - The New York Times

📢 „უკრაინის ერთადერთი სახელმწიფო ენა არის და იქნება უკრაინული“ - კულება ერდოღანის განცხადებაზე

📢 „ბელარუსებისთვის ომი გენეტიკურ დონეზე მიუღებელია“ - ლუკაშენკო

📢 პუტინი მარტო დარჩა - ლავროვი დისტანცირებას ცდილობს - უკრაინელი სამხედრო ექსპერტი