მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას 62 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზას სექტორი

ისრაელი ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციას აგრძელებს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, უკანასკნელი ერთი დღის განმავლობაში, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 62 ადამიანი დაიღუპა, მათგან 49 პირი - ღაზას ქალაქში. 

დაშავებულია 205 ადამიანი. ღაზას სექტორის კლინიკებში შიმშილობით გამოწვეული სიკვდილის 73 შემთხვევა დაფიქსირდა, რითაც არასრულფასოვანი კვების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 420-მდე გაიზარდა. მათ შორის, 145 ბავშვია. 

ღაზას სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ცნობით, ისრაელის ინტენსიური დაბომბვის გამო, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ღაზაში 6 000-ზე მეტი პალესტინელი უსახლკაროდ დარჩა.