მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხარკოვის რეგიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტანკების კოლონა გაანადგურეს

ხარკოვის რეგიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტანკების კოლონა გაანადგურეს

ხარკოვის რეგიონში, იზიუმის მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს კანტემიროვის დივიზიის ტანკების კოლონა, რომელიც თავის ვიდეოში აჩვენა რუსმა პროპაგანდისტმა ალექსანდრე კოცმა, - ამის შესახებ თავის YouTube არხზე „Censor.Net“-ის მთავარმა რედაქტორმა იური ბუტუსოვმა განაცხადა, რომელიც ხარკოვის რეგიონში იმყოფება.

„12 აპრილი. მე-4 გვარდიის, რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი დივიზიის, რუსული ტანკების ახალი კოლონა აღმოსავლეთ უკრაინაში შევიდა. კოლონა მთლიანად განადგურდა“, -  აცხადებს იური ბუტუსოვი.

„ზუსტი კოორდინატების, რუსი პროპაგანდისტების მიერ გადმოცემული მოძრაობის ზუსტი მარშრუტის წყალობით  უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განადგურებული იქნა რუსული კოლონა. რამდენიმე ტანკი გაანადგურეს, ორი ტანკი კი უკრაინელმა ჯარისკაცებმა წაართვეს, მათგან ერთი იდეალურ მდგომარეობაშია“, - განაცხადა ჟურნალისტმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉უკრაინაში პუტინის ნათლია და დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს

👉რუსეთის ფედერაციის აგენტი, რომელიც მუშაობდა უკრაინის ძალოვან სტრუქტურებში, ღალატის ბრალდებით დააკავეს

👉ხარკოვში დაგვიანებული მოქმედების ბომბები აღმოაჩინეს

👉მარიუპოლში საზღვაო ბრიგადის ქვედანაყოფებმა მტრის შიდა ალყა გაარღვიეს და აზოვის ბატალიონს შეუერთდნენ

👉 ბელორუსიიდან შემოჭრის საფრთხე უფრო მაღალია, ვიდრე დნესტრისპირეთიდან - უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური