მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბელორუსიიდან შემოჭრის საფრთხე უფრო მაღალია, ვიდრე დნესტრისპირეთიდან - უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური

ბელორუსიიდან შემოჭრის საფრთხე უფრო მაღალია, ვიდრე დნესტრისპირეთიდან

ახლა ბელორუსიიდან შემოჭრის საფრთხე უფრო მაღალია, ვიდრე დნესტრისპირეთიდან (მოლდოვის ტერიტორიიდან), - ამის შესახებ სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის სპიკერმა ანდრეი დემჩენკომ განაცხადა. 

„როგორც მოლდოვას საზღვარზე, ასევე, ბელორუსის საზღვარზე, უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა  ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ბელორუსის რესპუბლიკიდან უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობაც კი არსებობს. ახლა ეს უფრო მეტად განიხილება“, - განაცხადა დემჩენკომ.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ მესაზღვრეები, უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის სხვა კომპონენტებთან ერთად, მზად არიან მიიღონ ზომები იმ შემთხვევაში, თუ მტერი შეეცდება შეტევას ბელორუსიიდან და დნესტრისპირეთიდან.

ცნობისთვის, არაღიარებულ დნესტრისპირეთში რუსეთის მოქალაქეები უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის კამპანიას აწარმოებენ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉„ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში მიმდინარე ოპერაციის მიზნები და ამოცანები შესრულდება“ - პუტინი

👉„რუსულმა არმიამ უკრაინელი სამხედროების მიერ მარიუპოლის დატოვების მცდელობა აღკვეთა“ - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი

👉რუსული სპეცსამსახურები რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავენ - ბუდანოვი

👉„ოკუპირებული ხერსონის გათავისუფლება, მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევითი მოქმედებების შედეგად შეიძლება“ - სამხედრო ექსპერტი

👉„მსოფლიო დუმს და გენოციდს ონლაინ უყურებს“ - პოდოლიაკი მარიუპოლზე

👉საოკუპაციო ძალებმა 186 უკრაინელი ბავშვი მოკლეს, 344 კი დაშავდა

👉 19 600 რუსი სამხედრო, 732 ტანკი, 157 თვითმფრინავი - უახლესი ცნობები რუსული არმიის დანაკარგზე

👉 ნატოს ყოფილმა ოფიცერმა დაასახელა უკრაინის ორი ქალაქი, რომლებიც შესაძლოა, რუსეთის ახალი სამიზნე გახდეს