მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კიევის დაცემის შემთხვევაში ნატოს ძალების ინტერვენცია აუცილებლად მოხდება, შესაძლოა მანამდეც - კახა გოგოლაშვილი

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი

„ნატოს ძალების ინტერვენცია აუცილებლად მოხდება კიევის დაცემის შემთხვევაში, მაგრამ შესაძლოა მანამდეც,“- ამის შესახებ რონდელის ფონდის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს

კახა გოგოლაშვილის თქმით, არ არის გამორიცხული ცალკე პოლონეთის შეზღუდული კონტინგენტის შესვლა ლვოვის ოლქში.

„რადგან ნატომ თავისი სწრაფი რეაგირების ძალები მზადყოფნაში მოიყვანა, როგორც ჩანს, მზადდება გადაწყვეტილება უკრაინაში შეზღუდული კონტინგენტის შეყვანის შესახებ. ასეთ ნაბიჯს ნატოს ქვეყნების მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერა ესაჭიროება, სხვა შემთხვევაში მთავრობები ვერ გაბედავენ.

თუმცა, დასავლეთში მოსახლეობის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა იზრდება და სულ მალე ნატოს წევრი ქვეყნების მთავრობებს ამის ამის შესაძლებლობას მისცემს. საბედნიეროდ, ევროპა გამოდის გრძელვადიანი კეთილდღეობით გამოწვეული ძილიდან, ირგვლივ იხედება და რეალობას თვალს უსწორებს.

ნატოს ძალების ინტერვენცია აუცილებლად მოხდება კიევის დაცემის შემთხვევაში, მაგრამ შესაძლოა მანამდეც. ვფიქრობ, პირველ ეტაპზე, ეს ძალები ჰუმანიტარული, მშვიდობის მხარდაჭერის ამოცანით (ჰუმანიტარული ინტერვენცია, გაეროს ქარტიის მუხლი , ან მუხლი 50 - ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის უფლება) დასავლეთ უკრაინაში განლაგდებიან.

ასევე, არ არის გამორიცხული ცალკე პოლონეთის შეზღუდული კონტინგენტის შესვლა ლვოვის ოლქში. დაიცავენ აეროდრომებს და ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარებს, რომლებსაც თავად შემოიტანენ. ისინი უზრუნველყოფენ უკრაინის არმიისთვის იარაღის მიწოდების გზების უსაფრთხოებას. საბოლოო ჯამში, შესაძლოა ვიხილოთ ნამდვილი „პროქსი“ ომი კოლექტიურ დასავლეთსა და რუსეთს შორის“, - აცხადებს გოგოლაშვილი. 

ამავე თემაზე: 

✔️ ძვირფასო ქართველებო, დაიბრუნეთ, რაც გეკუთვნით... იქნებ გაისეირნოთ ცხინვალსა და სოხუმში - ალექსეი გონჩარენკო

✔️ „უკრაინა არა მხოლოდ გადარჩა, არამედ იმარჯვებს“ - მიხაილ პოდოლიაკი

✔️ კიევში 35 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი - უკრაინული მხარე

✔️ „მსოფლიოსგან მოვითხოვ რუსეთის ფედერაციის სრულ იზოლაციას“ - დმიტრო კულება

✔️ აშშ უკრაინას დამატებით 350 მილიონ დოლარს გამოუყოფს