მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკრაინა არა მხოლოდ გადარჩა, არამედ იმარჯვებს“ - მიხაილ პოდოლიაკი

მიხეილ პოდოლიაკი

„გუშინდელი ღამე მძიმე იყო, მაგრამ უკრაინა არა მხოლოდ გადარჩა, არამედ იმარჯვებს. რუს სამხედროებს არც ერთი ტაქტიკური და ოპერატიული უპირატესობა არ მიუღიათ“, - ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა შაბათს დილით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„რუსეთის ფედერაციამ გამოიყენა მთელი თავისი რესურსი და რეზერვი, რომ მაქსიმალური მარცხი მიეყენებინა ჩვენი ქალაქებისთვის. უკრაინის შეიარაღებული ძალები ეროვნულ პოლიციასთან ერთად სრულად აკონტროლებენ მთელ სიტუაციას და მთელი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

მან აღნიშნა, რომ აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს სამხრეთით - ხერსონში, ნიკოლაევში, ოდესაში. მისი თქმით, ეს მიმართულება რუსეთის ფედერაციის პრიორიტეტად ითვლება.

„იქ გაძლიერება სურდათ რუსებს, მაგრამ მათ ვერ მიაღწიეს წარმატებას“, - ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა.

პოდოლიაკმა, ასევე, დასძინა, რომ კიევი არის ნომერ პირველი სამიზნე, სადაც რუსეთის ფედერაცია ცდილობს, გაანადგუროს ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა.

„იყო მცდელობა რუსეთის ფედერაციის ტექნიკისა და ძალების მაქსიმალური ოდენობის გამოყვანისთვის. დღეს შეგვიძლია ვთქვათ შემდეგი: როგორც კიევში, ასევე, მის შემოგარენში სიტუაცია კონტროლის ქვეშაა“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

მისივე თქმით, დედაქალაქში ზოგან დივერსიული ჯგუფები მუშაობენ, რის წინააღმდეგაც აქტიურად მუშაობს ეროვნული პოლიცია. გარეუბანში დაცვას უკრაინის შეიარაღებული ძალები ახორციელებენ.

ასევე, სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა მარიუპოლის გარშემო, მაგრამ ახლა, პოდოლიაკის თქმით, რუსეთის ფედერაციას მისი დაკავების შანსი არ აქვს.

პოდოლიაკის თქმით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ დღეს დაგეგმა დიდი რაოდენობით მოლაპარაკებები უცხოელ პარტნიორებთან, რათა შექმნას ყველაზე ეფექტური კოალიცია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

იხილეთ აგრეთვე:

📢 ემანუელ მაკრონი უკრაინაში იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას აგზავნის

📢 „მე აქ ვარ, იარაღს არ დავდებთ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება (ვიდეო)

📢 „მსოფლიოსგან მოვითხოვ რუსეთის ფედერაციის სრულ იზოლაციას“ - დმიტრო კულება

📢 ზელენსკი ქართველ ხალხს მიმართავს

📢 რუსებმა ქალაქი ხერსონი აიღეს და ნიკოლაევისკენ გაემართნენ

📢 რუსები კიევის რაიონ ივანკოვს ბომბავენ (ვიდეო)

📢 „შესაძლოა, ეს იყოს ბოლო ღამე, როდესაც ცოცხალს მხედავთ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი