მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კიევის რეგიონში, მაკაროვის მახლობლად, კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს

 ბუჩაში კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს

კიევის რეგიონში, მაკაროვის მახლობლად, უკრაინელმა სამართალდამცველებმა კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

კიევის რაიონის პოლიციის უფროსის ანდრეი ნებიტოვის თქმით, რუსმა რაშისტებმა ორ ადამიანს თავში ესროლეს, მესამე კი მუცელში სროლით მოკლეს. 

დაკრძალვის ადგილზე ერთ-ერთი დაღუპულის, ჩეხეთის მოქალაქის დოკუმენტაცია აღმოაჩინეს. არის შესაბამისი მონაცემები.

„დანარჩენი ორი პირის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ისინი სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ.  სამარხები აღმოაჩინეს მაკაროვის მახლობლად, გზის ორივე მხარეს, სადაც საბრძოლო მოქმედებების დროს რუსული პოზიციები იყო განლაგებული. ორმოში სამი მამაკაცის ცხედარი იყო ჩაგდებული, დაღუპულებს ოკუპანტები სხეულის სხვადასხვა ნაწილში ესროდნენ. 

სამარხთან იპოვეს ოკუპანტების მიერ დატოვებული F-1 ყუმბარა.  დადგენილია, რომ ჩეხეთის მოქალაქე ომამდე უკრაინაში სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობდა და საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე მოხალისედ მოვიდა დასახმარებლად. პოლიციამ სოფელ რაკივკასთან კიდევ ერთი დახვრეტილი ადგილობრივის ცხედარიც იპოვა. ოკუპანტების მსხვერპლი პოლიციის ყოფილი ოპერატორი იყო, რომელიც პენსიაზე იყო გასული“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉რუსეთი უფრო ხშირად გამოიყენებს საბჭოთა ტიპის თვითმფრინავებს და რაკეტებს თავდასხმისთვის - ბრაჩუკი

👉რუსებმა სუმის ოლქში უკრაინის საზღვრის გარღვევა სცადეს