მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კიევში ოკუპანტების დივერსიული ჯგუფები გააქტიურდნენ

დივერსიული ჯგუფები კიევში

კიევში რუსი ოკუპანტების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები გააქტიურდნენ. ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბი იუწყება. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. 

ამის მიზეზი ის გახდა, რომ ოკუპანტები დანაკარგების აღდგენას, გადაჯგუფებას და აუცილებელი ტემპით საბრძოლო მოქმედებების წარმოებას ვერ ახერხებენ.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, დივერსიული ჯგუფების მიზანია კიევში საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაცია, ასევე სახელმწიფო და სამხედრო მმართველობის სისტემების დარღვევა.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, მტერმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე „როსგვარდიის“ პრაქტიკულად ყველა ნაწილი შეიყვანა, რათა ყირიმში, ასევე ხერსონის, ზაპოროჟიეს, ბერდიანსკის და დონეცკის ოლქებში მოსახლეობის წინააღმდეგობა იყოს დაძლეული. 

კიევის აღებასთან დაკავშირებული წარუმატებლობის გამო რუსეთმა ამჟამად ძალისხმევა დონბასის დაკავებაზე გადაიტანა, რათა იქ უკრაინის ძალები ალყაში მოაქციოს და შემდეგ ზელენსკის ოფისთან მოლაპარაკების დროს დამატებითი ბერკეტები ჰქონდეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📢 ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს სასწრაფოდ გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან

📢 „ოპერაცია გაგრძელდება მანამდე, ვიდრე უზენაესი მეთაურის დასახული მიზნები სრულად არ შესრულდება“ - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

📢 რუსეთმა ხერსონზე კონტროლი დაკარგა - The New York Times

📢 „უკრაინის ერთადერთი სახელმწიფო ენა არის და იქნება უკრაინული“ - კულება ერდოღანის განცხადებაზე

📢 „ბელარუსებისთვის ომი გენეტიკურ დონეზე მიუღებელია“ - ლუკაშენკო

📢 პუტინი მარტო დარჩა - ლავროვი დისტანცირებას ცდილობს - უკრაინელი სამხედრო ექსპერტი