მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კონფლიქტი, რომელიც ახლა უკრაინაშია, ყვავილებია იმასთან შედარებით, რაც მოხდება - ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებს, გონს მოეგოს და მოლაპარაკებებს დათანხმდეს. 

მისი  თქმით, ზელენსკი არაადეკვატურ მდგომარეობაშია და არ იცის რა ხდება. 

„ორი დღის წინ პუტინმა დამირეკა და მითხრა, რომ მინსკში ჩამოსასვლელად და მოსალაპარაკებლად მზად იყო. გამიხარდა. მოგვიანებით, ისევ დამირეკა და მოლაპარაკებებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა მთხოვა. რუსეთი ჩემს მიერ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს დათანხმდა.

საღამოს გავიგეთ, რომ უკრაინულმა მხარემ უარი თქვა. რას ვიზამთ, ეს მათი გადაწყვეტილებაა. ზელენსკის არ ესმის, რა ხდება. არაადეკვატურ მდგომარეობაშია. რუსული მხარე გომელში ელოდება. თუ უკრაინელები ჩამოვლენ, დიალოგი შედგება. თუ არა, მაშინ ჩვენ რა უნდა ვქნათ?

კონფლიქტი, რომელიც ახლა უკრაინაშია, ყვავილებია იმასთან შედარებით, რაც მოხდება, თუ ეს მალე არ დასრულდა. დამიჯერეთ, ვიცი, რასაც ვამბობ. თუ ეს ომი გაგრძელდება, ზელენსკი ვერცერთ თავშესაფარში, ვერც ამერიკულში ვერ დაიმალება. ეს დაპირისპირება ჯერ მხოლოდ კონფლიქტია, თუმცა, დამიჯერეთ, სამ დღეში ის ომში გადაიზრდება და ხორცსაკეპი გახდება. მოვუწოდებ უკრაინულ მხარეს, გონს მოეგოს და მოლაპარაკებებზე იზრუნოს“, - აცხადებს ალექსანდრ ლუკაშენკო. 

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინს უკრაინაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის წინადადებით მიმართა.

ცნობისთვის, რუსეთის დელეგაცია უკრაინელებთან მოლაპარაკებისთვის ბელარუსში ჩავიდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

 რუსეთის დელეგაცია უკრაინელებთან მოლაპარაკებისთვის ბელარუსში ჩავიდა

 4 300 სამხედრო, 146 ტანკი, 26 ვერტმფრენი - რუსული არმიის დანაკარგი

 უკრაინელმა ბოშებმა რუსებს ტანკი მოჰპარეს

 „თქვენი ტერიტორიიდან ჩვენ შვილებს კლავენ“ - ზელენსკი ბელარუსს მიმართავს

 განადგურებულია ოკუპანტების 102 ტანკი და 16 თვითმფრინავი - უახლესი ინფორმაცია

 რუსული ჯარები ხარკოვის ცენტრში შეიჭრნენ (ვიდეო)

 უკრაინაში საერთაშორისო ლეგიონი იქმნება - ზელენსკი

⚫ „უკრაინის შეიარაღებული ძალები დედაქალაქში შედიან“ - ვადიმ დენისენკო