მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკრაინის შეიარაღებული ძალები დედაქალაქში შედიან“ - ვადიმ დენისენკო

ვადიმ დენისენკო

უკრაინის შეიარაღებული ძალები დედაქალაქში შედიან. ამის შესახებ Facebook-ზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა.

„ახლა უკრაინული სამხედრო ტექნიკა შემოდის ქალაქ კიევში, რათა უზრუნველყოს ქალაქის დაცვა“, - აღნიშნა დენისენკომ.

დენისენკომ, ასევე, თხოვნით მიმართა ყველას, არ გადაიღონ და არ გამოაქვეყნონ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკის მოძრაობა. 

დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები კიევში თავდაცვას აკავებენ.

„ქალაქი თავდაცვის ფაზაშია გადასული, ახლა დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში ისმის სროლები და აფეთქებები. უკრაინელი სამხედროები რუსების დივერსიულ ჯგუფებს ანეიტრალებენ. მტერმა, სამწუხაროდ, უკვე შეაღწია კიევში... უკრაინის არმია კიევის ირგვლივ თავდაცვას აკავებს. სიტუაცია რთულია, მაგრამ ჩვენ გვჯერა ჩვენი შეიარაღებული ძალების, მხარს ვუჭერთ მათ“, - ხაზგასმით აღნიშნა კლიჩკომ.

კლიჩკომ აღნიშნა, რომ რუსეთის არმიამ კიევს დღეს დილის 4 საათის შემდეგ შეუტია. სარაკეტო თავდასხმების სერია საცხოვრებელ უბნებზე განხორციელდა. რაკეტების ფრაგმენტების შედეგად ქუჩაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი კოშიცე 7-ა ძლიერ დაზიანდა. დაშავდა სახლის 4 მცხოვრები.

იხილეთ აგრეთვე:

📢 დღეს რუსეთის ჯარის დანაკარგი ათასზე მეტია - ოფიციალური ინფორმაცია

📢 თურქეთი რუსი სამხედროებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს კეტავს

📢 რუსული დესანტი კიევში დაშვებას ცდილობს

📢 ვორონეჟში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

📢 „საკუთარ სისხლში იცურავებენ“ - ვალერი ზალუჟნი

📢 როგორ ანადგურებს „ბაირაქტარი“ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს (ვიდეო)

📢 18 რუსული სადესანტო თვითმფრინავი კიევში ერთ საათში ჩაფრინდება - უახლესი ცნობები

📢 „თუ რუსების არტილერია დააზიანებს ბირთვული ნარჩენების კოლექტორებს, რადიოაქტიური მტვერი გავრცელდება უკრაინის, ბელარუსის და ევროკავშირის ქვეყნის ტერიტორიაზე“ - ანტონი გერაშენკო

📢 რუსეთის ულტიმატუმი - მოსკოვი უკრაინის ნეიტრალიტეტს ითხოვს