მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

კრემლი ემზადება გადამწყვეტი სტრატეგიული მოქმედებისთვის, სავარაუდოდ, ლუგანსკის ოლქში - ISW

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მზად არის, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი კიდევ ექვსი თვით გააგრძელოს. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) წერს. 

ISW Bloomberg-ზე დაყრდნობით წერს, რომ პუტინი ახალ შეტევას ამზადებს, ცდილობს ინიციატივის ხელში ჩაგდებას, რადგან უკმაყოფილოა უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებებით და რუსი სამხედროების წარუმატებლობით. პუტინი შიშობს, რომ თებერვალში ან მარტში უკრაინის დამცველები უფრო მეტი ძალით დაიწყებენ შეტევას. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, ფსონი დადოს იმ ფაქტზე, რომ თუ დროს გააჭიანურებს, ეს მას ომის მოგების საშუალებას მისცემს.

„ეს ანგარიში შეესაბამება ISW-ის ამჟამინდელ შეფასებას და პროგნოზს, რომ კრემლი, სავარაუდოდ, ემზადება გადამწყვეტი სტრატეგიული მოქმედებისთვის - სავარაუდოდ, ლუგანსკის ოლქში - მომდევნო ექვს თვეში, რათა დაიბრუნოს ლიდერობა და დაასრულოს უკრაინის ოპერაციული წარმატებების ამჟამინდელი სერია“, - აღნიშნავს ინსტიტუტი.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 რა სიბინძურეში ხართ „ნაცმოძრაობა?“ რა დღეში ჩაგაგდოთ „მელაკუდა“ თავმჯდომარემ, ეს „წუმპე“ რომ უნდა მოიშოროთ, ამას რა კითხვა უნდა?! - თაკო ჩარკვიანი

👉 „ჰამასმა“ იერუსალიმში სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას ისრაელის მიერ ჩატარებულ რეიდზე „ბუნებრივი რეაქცია“ უწოდა

👉 „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნები დაიწყო

👉 ხომ არ აფრენთ? ვის აბრალებთ რუსეთის აგენტობას? ვანო მერაბიშვილს, რომელიც რუსული რეჟიმის პირობებში 7 წელი ციხეში იჯდა იმის გამო, რომ მიშაზე არ მისცა ჩვენება? - დიმიტრი შაშკინი