მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ხომ არ აფრენთ? ვის აბრალებთ რუსეთის აგენტობას? ვანო მერაბიშვილს, რომელიც რუსული რეჟიმის პირობებში 7 წელი ციხეში იჯდა იმის გამო, რომ მიშაზე არ მისცა ჩვენება? - დიმიტრი შაშკინი

დიმიტრი შაშკინი

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დიმიტრი შაშკინი სოციალურ ქსელში წერს, რომ რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი კადრულობს, ნაძირლობაა. კერძოდ, ის გულისხმობს, რომ თითქოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლა რუსული სპეცსამსახურების შესრულებული იყო, მათთან კი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი და მისი მოადგილე, გენერალი გიორგი ლორთქიფანიძე თანამშრომლობდა.

👉 რუსულ სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობას ხშირად სწორედ ის ხალხი მაბრალებს, ვისაც თავისი ბიოგრაფია სავსე აქვს ქვეყნის მტრებთან კოლაბორაციის მაგალითებით - მერაბიშვილი

„არცერთი თანამდებობის და არცერთი არჩევნების გამო არ შეიძლება იკადრო ის, რაც დღეს ზოგმა იკადრა!
აიღეს ქოცების ნარატივი, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჩამოსვლა იყო ორგანიზებული გენერალ ლორთქიფანიძეს მიერ, დაამახინჯეს პრეზიდენტის ინტერვიუ და ფეისბუკზე ატრიალებენ, რომ მიშას ჩამოსვლა საქართველოში იყო ორგანიზებული ვანო მერაბიშვილის მიერ, რადგან ლორთქიფანიძე იყო მისი მოადგილე 2012-ში.

თქვენ ხომ არ აფრენთ?! ვის აბრალებთ რუსეთის აგენტობას?! გენერალ ლორთქიფანიძეს?! 2008 წლის ომის გმირს! უკრაინის უშიშროების სამინისტროს მაღალჩინოსანს და ოდესის პოლიციის (მიშას გუბერნატორობის პერიოდში) ყოფილ უფროსს?

გენერალი ლორთქიფანიძე ომშია რუსეთთან! სანამ თქვენ აქ კლავიატურაზე ნაძირლობებს წერთ, ის ადამიანი ყოველდღიურად და ყოველწამიერად თავის სიცოცხლეს რისკავს და ჩვენ უკრაინელ ძმებთან ერთად ომობს!
ან ვის აბრალებთ რუსეთის აგენტობას? ვანო მერაბიშვილს, რომელიც რუსული რეჟიმის პირობებში 7 წელი ციხეში იჯდა იმის გამო, რომ მიშაზე არ მისცა ჩვენება? ამას ჰქვია ნაძირლობა და არაფერი საერთო არ აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მიხეილ სააკაშვილთან“, - წერს შაშკინი.

„გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნები დაიწყო