მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კრემლი მოლდოვაზე თავდასხმას ამზადებს - The Times

დნესტრისპირეთი

კრემლმა მოლდოვაზე თავდასხმა გადაწყვიტა, - ამის შესახებ The Times იუწყება.

ანონიმური წყარო უკრაინის დაზვერვიდან აცხადებს, რომ თუ რუსეთი დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, მაშინ ეს მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის პირდაპირი საფრთხე იქნება

„ჩვენ გვჯერა, რომ კრემლმა უკვე გადაწყვიტა შეტევა მოლდოვაზე. მოლდოვას ბედი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ რუსები დაიწყებენ კონტროლის აღებას, ჩვენ სამხედრო თავდასხმისთვის მარტივი სამიზნე ვიქნებით.

თუ რუსეთი აღიარებს დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობას, მაშინ ეს იქნება პირდაპირი საფრთხე და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ეს იქნება „დონბასის სცენარის“ გამეორება“, - განაცხადა დაზვერვის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, მოლდოვის უსაფრთხოების საკითხი წინა პლანზე მას შემდეგ წამოიწია, რაც რუსების მიერ ოკუპირებულ დნესტრისპირეთში რადიოსა და ტელევიზიის ცენტრში რამდენიმე აფეთქება მოხდა. გარდა ამისა, 25 აპრილს აფეთქებები თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შენობაშიც მოხდა.

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ აფეთქებები რუსული სპეცსამსახურების დაგეგმილი პროვოკაციაა.

მოგვიანებით, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის რუმინეთთან შეერთებას არ გამორიცხავს

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

⭕ რუსეთი ყირიმის გასაკონტროლებლად მიზნად ხერსონის გრძელვადიან ოკუპაციას ისახავს - ბრიტანული დაზვერვა

⭕ ევროკავშირის ქვეყნები რუსეთზე დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად ახალ გაზსადენებს ააშენებენ - Euronews

⭕ აშშ რუსეთიდან მაღალკვალიფიციური სპეციალისტების გადაბირებას ცდილობს

⭕ „ჩინეთს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთ გარანტად გახდომა შევთავაზეთ“ - კულება

⭕ „რუსული ძალები დაიშლება და პუტინი „ომის მთავარი სტრატეგიული ცვლილების“ შემდეგ გადატრიალების წინაშე აღმოჩნდება“ - მაიკ თრეშერი