მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩინეთს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთ გარანტად გახდომა შევთავაზეთ“ - კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ჩინეთს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთ გარანტად გახდომა შესთავაზეს.

დიპლომატის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ომი ჩინეთისთვის სასარგებლო არ არის, ამიტომ მოსკოვის შეჩერება პეკინის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს. 

„უკრაინა ამჟამად ცდილობს უსაფრთხოების გარანტიების მიღების შესაძლებლობას გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებისგან, მათ შორის ჩინეთისა და სხვა დიდი სახელმწიფოებისგან. ჩვენი შეთავაზება ჩინეთს, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი, ჩვენი პატივისცემისა და ხალხისადმი ნდობის ნიშანია. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ პეკინისთვის კარგი არ არის, რადგან გლობალური სასურსათო კრიზისი და შემოჭრით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები სერიოზული საფრთხეა ჩინეთის ეკონომიკისთვის“, - განაცხადა კულებამ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

⭕ არ დამრჩა ბევრი დრო, ალბათ მალე სიარულს ვერ შევძლებ - მიხეილ სააკაშვილი

⭕ რუსეთის მიზანია, მსოფლიოს საქართველო თვალში არ ეჩხირებოდეს - პაატა ზაქარეიშვილი

⭕ ჩრდილოეთ კორეას წინასწარ შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება - კიმ ჩენ ინი იმუქრება

⭕ ანჯელინა ჯოლიზე გული მერევა - თინა კანდელაკი

⭕ რუსეთმა შესაძლოა, ფართომასშტაბიან მობილიზაციას მიმართოს - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო