მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყველა რაშისტი პასუხს აგებს, პასუხს აგებენ ყოველი უკრაინელის სიცოცხლისთვის - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მარიუპოლში, თეატრის დაბომბვიდან ერთი წლის გასვლას გამოეხმაურა.

ზელენსკის თქმით, დადგება დღე, როცა მარიუპოლს გაათავისუფლებენ, გაათავისუფლებენ მთელ სამხრეთსა და აღმოსავლეთს, ისევე როგორც ეს სხვა ქალაქების შემთხვევაში მოხდა.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ რუსეთის ბოროტების სახელმწიფო პასუხს აგებს თითოეული დაღუპულის გამო.

ამასთან, ის ამბობს, რომ შენობასთან გაკეთებული წარწერა „ბავშვები“ ნათლად მიუთითებდა, თუ ვინ იყო ოკუპანტის სამიზნე.

„დადგება დღე, როცა ტრიბუნალი შეიქმნება ჩვენი ხალხისთვის სამართლიანობის დასამყარებლად. ტრიბუნალი, რომელიც ამ აგრესორს ისევე დასჯის, როგორც წარსულის აგრესორები დაისაჯნენ.

დადგება დღე, როდესაც უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის ჩამდენი პირები სასამართლოს წინაშე წარდგებიან საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა და ეროვნული სასამართლოების დარბაზებში. ჩვენ გავწევთ ყველა იურიდიულ სამუშაოს.

ჩვენ მოვახდენთ ყველა საჭირო პარტნიორის მობილიზებას. ეს უკვე კეთდება. ჩვენ ყოველდღიურად ვაახლოებთ სამართალს უკრაინისთვის. ჩვენ ამისთვის ყოველდღე ვმუშაობთ. გენერალური პროკურორი და მისი აპარატი, უკრაინელი სამართალდამცველები, სპეცსამსახურები, მთავრობა, დიპლომატები, ჩემი სამსახური.

რაშიზმი ვერ დარჩება დაუსჯელ ბოროტებად. თუ რომელიმე ტერორისტს იმედი აქვს სადმე მიმალვის, ეს მათთვის არ გამოდგება.

ყველა ვინც დაბომბა უკრაინა, ვინც დაწვა ჩვენი სოფლები, ვინც დაბომბა უკრაინის ქალაქები, ყველა, ვინც ომი დონეცკსა და ლუგანსკში მოიტანა. ყველა, ვინც ყირიმის დამონებას ცდილობდა, ყველა რაშისტი პასუხს აგებს. ისინი პასუხს აგებენ ყოველი უკრაინელის სიცოცხლისთვის.

მარადიული ხსოვნა ყველა ჩვენს ხალხს, ყველა ზრდასრულს და ბავშვებს, რომელთაც სიცოცხლე რუსულმა ტერორმა წაართვა!“ - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გადასცა

👉 შავ ზღვაში ჩავარდნილი აშშ-ის სადაზვერვო დრონი, შესაძლოა, ვერასდროს ამოიღონ - ჯონ კირბი

👉 ნულოვანი რუსული ნავთობი და ნული რუსული გაზი - დღეს ეს არის ენერგეტიკული ბალანსი რუსეთთან ვაჭრობაში - მორავეცკი

👉 რამზან კადიროვი შიშობს, რომ ვლადიმერ პუტინის კეთილგანწყობას დაკარგავს - ამერიკელი ანალიტიკოსები

👉 უკრაინელები კონტრშეტევაზე გადავიდნენ სვატოვოს დასავლეთით, რუსული ჯარები აგრძელებენ წინსვლას ბახმუტისკენ - საბრძოლო რუკები