მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყველაფერს, რაც ადამიანებმა ომის შედეგად დაკარგეს, დამპყრობლის ხარჯზე დავიბრუნებთ - უკრაინის პრემიერი

უკრაინის პრემიერ-მინისტრი

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ ყველაფერი, რაც უკრაინაში რუსეთის ფედერაციამ გაანადგურა და უკრაინელებმა სამხედრო აგრესიის შედეგად დაკარგეს, დამპყრობლების ხარჯზე აღდგება.

მისი თქმით, ამჟამად უკრაინა და მისი პარტნიორები მიზნად ისახავენ სახელმწიფოს სასარგებლოდ მოიპოვონ ყველა ჩამორთმეული რუსული აქტივი, რომელიც უკრაინის აღსადგენად იქნება გამოყენებული.

„ყველაფერს, რაც განადგურდა, რაც ადამიანებმა დაკარგეს, ოკუპანტისა და აგრესორის ხარჯზე დავიბრუნებთ. ჩვენ ბევრს ვიმუშავებთ რუსეთის აქტივების დასაკავებლად და კონფისკაციისთვის“, - განაცხადა შმიგალმა.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებში, კანადაში და სხვა ქვეყნებში ჩამორთმეული რუსული აქტივები დაახლოებით 300 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მანამდე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა განიხილონ რუსეთის გაყინული სავალუტო რეზერვების ჩამორთმევა და მათი გამოყენება ომის შემდეგ უკრაინის აღსადგენად.

ასევე დაგაინტერესებთ:

✔️ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი უკრაინაში ჩავიდა

✔️ „რუსეთის ფედერაციის მტკივნეული იმპერიული ამბიციები“ - პოდოლიაკი პუტინის განცხადებას გამოეხმაურა

✔️ 🎥 მარიუპოლში ოკუპანტებმა „აღლუმი“ ჩაატარეს - ისინი ტელევიზიებისთვის სურათის შექმნას ცდილობენ

✔️ „ბელორუსის მადლიერება ყველა უკრაინელი ვეტერანის მიმართ არასოდეს იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ ვითარებაზე“ - ლუკაშენკომ უკრაინელ ხალხს გამარჯვების დღე მიულოცა

✔️ „თუ ყველაფერს დაიჯერებთ, რასაც მეორე მხარეს ამბობენ, რუსეთს მარტში უნდა ამოწურვოდა რაკეტები“ - რუსეთის ვიცე-პრემიერი