მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლუგანსკის ოლქში ვითარება უკიდურესად დაძაბულია, რუსები დაღუპული მებრძოლების ცხედრებს ნაღმავენ - გაიდაი

ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

„ლუგანსკის ოლქში ვითარება უკიდურესად დაძაბულია, რუსებმა დამატებითი რაზმები შემოიყვანეს“, - ამის შესახებ ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა. 

გაიდაი აცხადებს, რომ რუსები თანამებრძოლების ცხედრებს ნაღმავენ. 

„ლუგანსკის ოლქში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. კრემენაიაში აქტიური შეტაკებები გრძელდება. რუსებმა დამატებითი რაზმები შემოიყვანეს. საოკუპაციო ძალები პირველ ხაზზე პატიმრებს და ახლად მობილიზებულებს უშვებენ. დანაღმულია დასახლებები და გზები. უკრაინის არმია ოკუპანტის შეტაკებებს იგერიებს და წინ მიიწევს, თუმცა ტემპი შენელებულია.

რუსები დაღუპული მებრძოლების ცხედრებს ნაღმავენ, იყენებენ დისტანციურ ნაღმებსაც. შემიძლია თამამად ვთქვა, ომის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 10 წელი დაგვჭირდება განაღმვითი სამუშაოების დასასრულებლად. უკრაინის არმია მედგრად იბრძვის. წარმოუდგენელ ვითარებაშია დასახლებები. განადგურებულია - სახლები, შენობები და ხიდები“, - აცხადებს ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ დაპირისპირებული უკრაინელები დამარცხდებიან, 14 იანვრის შემდეგ ჩვენი გამარჯვება გარანტირებულად აღარ გამოიყურება - არესტოვიჩი

✔️ ზღვის მეფე თავის ახალ სამეფოში ჩავიდა - ბრიტანული Sea King-ის სამხედრო ვერტმფრენები უკრაინაშია - რეზნიკოვი

✔️ უკრაინა მნიშვნელოვან ფასს გადაიხდის, თუ რუსული ჯარები იოლად მოახერხებენ ბახმუტის აღებას - ISW

✔️ რუსული არმია უკრაინაში კატასტროფულ დანაკარგებს განიცდის - ამერიკელი ანალიტიკოსები

✔️ გთხოვთ, განმარტოთ, რა დანაშაული ჩაიდინა ვაგნერის ჯგუფმა? - პრიგოჟინი კირბის