მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხაილო პოდოლიაკი: მოსკოვთან ნებისმიერი დროებითი ზავი ომის მომავალში გადადებას ნიშნავს

მიხაილო პოდოლიაკი

„მოსკოვთან ნებისმიერი დროებითი ზავი ომის მომავალში გადადებას ნიშნავს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში უკრაინა-რუსეთს შორის ომი 2-დან 5 წლამდე გაგრძელდება.

მიხაილო პოდოლიაკმა, ასევე, დასძინა, რომ ოფიციალურ კიევს არა კონფლიქტის გახანგრძლივება, არამედ უსაფრთხოების რეალური გარანტიები ესაჭიროება.

„მოსკოვთან ნებისმიერი დროებითი ზავი ომის მომავალში, მომდევნო 2-5 წელიწადში გადადებას, გახანგრძლივებას ნიშნავს. ჩვენ ეს არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება გარანტიები. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ რუსეთი პროცესს ხელს უშლის. ის, რაც ბუჩაში ვნახეთ, რუსეთის ომის სტილია. ისინი მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობას ებრძვიან“, - აღნიშნა პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

➖ მოსკოვი საქართველოს რუსეთისკენ „საეჭვო კოღოების“ გაშვებაში ადანაშაულებს

➖  „დიდი ბრიტანეთი რუსულ გაზზე დამოკიდებული არ უნდა იყოს“ - ბორის ჯონსონი

➖ უკრაინაში 1611 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - გაერო

➖ ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარებას 500 მილიონი ევროთი გაზრდის - შარლ მიშელი

➖ რუსული ძალები ომის დანაშაულს სჩადიან, რუსეთის ადგილი  გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში არ არის - ჯო ბაიდენი

➖ აშშ უკრაინას დიდი მოცულობით სტინგერებს, ჯაველინებს და დრონებს უგზავნის