მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოსკოვი საქართველოს რუსეთისკენ „საეჭვო კოღოების“ გაშვებაში ადანაშაულებს

კოღო

რუსეთის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი იგორ კირილოვი აცხადებს, რომ საქართველოდან რუსეთის ტერიტორიაზე შეინიშნება სხვადასხვა „საეჭვო“ ტიპის კოღოების გადაადგილება, რომლებიც ადრე მხოლოდ სამხრეთის ქვეყნებში ბინადრობდნენ. 

მოსკოვში მიიჩნევენ, რომ თბილისი ლუგარის ლაბორატორიიდან კოღოებს განგებ „უშვებს“. 

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა რუსეთის მიერ ორგანიზებულ გაეროს უშიშროების საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე აღნიშნული „ფაქტის“ შესახებ განაცხადა.

„ლუგარში ვითარება განსაკუთრებით უარესდება იმ დაავადებების გამიზნულად გავრცელების მხრივ, რომლებიც გადამტანი მწერებით არის განპირობებული“, - განაცხადა კირილოვმა. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი განცხადება იგორ კირილოვმა 2018 წელსაც გააკეთა.

რუსეთი წლების განმავლობაში საქართველოს ლუგარის ლაბორატორიიდან დაავადებების გამიზნულად გავრცელებაში ადანაშაულებს. ბოლოს რუსებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ლაბორატორიები „ახორციელებდნენ“ პროექტს, სადაც ღამურები ბიოიარაღის მატარებლად განიხილებოდნენ

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✅ მტერი სერიოზული გარღვევისთვის ემზადება - სერგეი გაიდაი

✅ უკრაინა გახდა ერთ-ერთი ყველაზე დანაღმული ქვეყანა - ვერეშჩუკი

 „ომის ეს ეტაპი ჩვენი გამარჯვებით დასრულდება, მტრის გეგმები ჩაფლავდა“ - დენის შმიგალი

 ჩრდილოეთიდან რუსული ჯარების გადანაწილებას მინიმუმ ერთი კვირა დასჭირდება - ბრიტანული დაზვერვა

✅ რუსული ძალები ომის დანაშაულს სჩადიან, რუსეთის ადგილი  გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში არ არის - ჯო ბაიდენი

✅ „საფრანგეთი მზად არის, ომის შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი გახდეს“ - მაკრონი

 რატომ არ გააფრთხილეს უკრაინელები, რომ რუსეთთან ომი გარდაუვალი იყო? - არესტოვიჩის განმარტება

✅  უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული არმიის ელიტური ქვედანაყოფი გაანადგურეს

✅ დიდი ბრიტანეთი უკრაინას ჯავშანმანქანებს მიაწვდის - The Times

✅ რუსეთმა მთლიანად გაიყვანა ჯარები კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონებიდან - პენტაგონი

✅ რუს ჯარისკაცებს აღმოსავლეთ უკრაინაში პრობლემები შეექმნებათ - ბრიტანული დაზვერვა