მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნატოს ქვეყნებში არიან ისეთები, რომლებსაც უკრაინაში ომის გაგრძელება სურთ“ - მევლუთ ჩავუშოღლუ

ჩავუშოღლუ სომხეთში მიმდინარე მოვლენებზე

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ნატოს ზოგიერთ ქვეყანას უკრაინაში ომის გაგრძელება სურს

მისივე თქმით, თურქეთს არც კი უფიქრია, რომ 29 მარტის სტამბოლში სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომი ასე დიდხანს გაგრძელდებოდა.

„ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ჩანდა, რომ ნატოს წევრ ქვეყნებში არიან ისეთები, რომლებსაც სურთ ომის გაგრძელება. სურთ, რომ ომი გაგრძელდეს და რუსეთი დასუსტდეს“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

გარდა ამისა, თურქმა დიპლომატმა კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შესაძლებლობაზე,

ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ორივე ქვეყნის ლიდერთან მუდმივ კონტაქტშია.

„პრეზიდენტი ერდოღანი კიდევ ერთხელ გაესაუბრება ლიდერებს უახლოეს დღეებში“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

ამავე თემაზე:

➖ ამ მომენტში, მარიუპოლის გასათავისუფლებლად საკმარისი იარაღი არ გვაქვს, მარიუპოლში ყველა ბიჭს გამარჯვება უნდა - ზელენსკი

➖ უკრაინულმა სპეცსამსახურებმა ხარკოვში რუსების 200 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის საცავს მიაგნეს

➖ აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიას აფართოებს

➖ აშშ-მა ამერიკული ჰაუბიცების გამოსაყენებლად უკრაინელი სამხედროების მომზადება დაიწყო

➖ უკრაინა მზადაა რუსი სამხედრო ტყვეები მარიუპოლიდან მოქალაქეების უსაფრთხო გაყვანის სანაცვლოდ გაცვალოს