მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინულმა სპეცსამსახურებმა ხარკოვში რუსების 200 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის საცავს მიაგნეს

იარაღის აღმოჩენა

უკრაინულმა სპეცსამსახურებმა ხარკოვში რუსების 200 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის საცავს მიაგნეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

როგორც უკრაინულმა უშიშროებამ დაადგინა, იქ შენახული შეიარაღება მოპარული იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების მარაგებიდან და საცავის მფლობელები რუსეთის საოკუპაციო ძალებთან თანამშრომლობას აპირებდნენ.

„იქ არსებული კომპონენტები განკუთვნილი იყო დაზიანებული რუსული ტექნიკისთვის, რომლის შეკეთებას მტერი აპირებდა შეტევის დროს. თუმცა, უკრაინელი დამცველების წინააღმდეგობის წყალობით, ოკუპანტებმა ვერ აიღეს ხარკოვი“, - ნათქვამია განცხადებაში.

სპეცსამსახურებმა დაადგინეს დანაშაულში ჩართული პირების ვინაობა და მათ დასასჯელად შესაბამის ზომების მიღება მიმდინარეობს. 

ამავე თემაზე:

აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიას აფართოებს

➖ აშშ-მა ამერიკული ჰაუბიცების გამოსაყენებლად უკრაინელი სამხედროების მომზადება დაიწყო

➖ უკრაინა მზადაა რუსი სამხედრო ტყვეები მარიუპოლიდან მოქალაქეების უსაფრთხო გაყვანის სანაცვლოდ გაცვალოს

➖ რუსეთს არც ერთი დოკუმენტის პროექტი არ წარუდგენია - ზელენსკი პესკოვს პასუხობს

➖ „ბურთი კიევის მხარესაა, მოსკოვი რეაქციას ელოდება“ - დმიტრი პესკოვი

➖ პუტინი: ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება