ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას რუსეთზე გამარჯვებამდე დაეხმარება. ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა.
„უკრაინა თითქმის ერთი წელია წინააღმდეგობას უწევს რუსეთის ბარბაროსულ შეჭრას. მომავალი თვეები გადამწყვეტია. ველაპარაკე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და დავარწმუნე, რომ ნიდერლანდები ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დაეხმაროს უკრაინას არა მხოლოდ თავის დაცვაში, არამედ ომში მოგებაშიც“, - წერს რუტე.
ცნობისთვის, რომ ომის დაწყებიდან, ნიდერლანდებმა უკრაინას 987 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება გაუწია.
📞: Ukraine has held its own against Russia’s barbaric invasion for almost a year now. The months ahead are crucial. I just spoke to President @ZelenskyyUa and assured him that the Netherlands will do everything it can to help 🇺🇦 not only defend itself, but also win the war.
— Mark Rutte (@MinPres) January 3, 2023
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 მილიონი იენი თითო ბავშვზე ტოკიოს დატოვების სანაცვლოდ – იაპონიის მთავრობის შეთავაზება ოჯახებს
👉 „რატომ უნდა გეშინოდეს სიკვდილის, რაც გარდაუვალია?“ - ვლადიმერ სოლოვიოვი რუსებს
👉 „დღეს ოდნავ უკეთესად გამოიყურებოდა“ - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე