მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ომი 2042 წლამდე გაგრძელდება, მაგრამ სხვაგვარად წარიმართება - ალექსეი არესტოვიჩი

ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომი შეიძლება მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში გაგრძელდეს.

მისი თქმით, გაჭიანურებული ომი არ იქნება ისეთი, როგორიც ახლაა და საომარი მოქმედებები ნაკლები იქნება.

„ომი ცივილიზებული გაგებით, სულაც არ ნიშნავს სამხედრო შეტაკებებს... ეს შეიძლება იყოს 2042 წლამდე. უნდა გვესმოდეს როგორ და რა ფორმით გაგრძელდება“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

მანამდე არესტოვიჩი ამბობდა, რომ ომი შეიძლება 2035 წლამდე გაგრძელდეს, ამ პერიოდში კი რეგულარული სამხედრო შეტაკებები „გარანტირებულია“.

„ჩვენ გარანტირებული გვაქვს რამდენიმე სამხედრო შეტაკება 2035 წლამდე. ეს ნიშნავს შეტაკებას ყოველ ორ და შესაძლოა ხუთ წელიწადში ერთხელ. დიდი შეტაკებები ყოველ 7-8 წელიწადში ერთხელ“, - ამბობდა არესტოვიჩი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „გვესმის განცხადებები ხერსონიდან და სხვა რეგიონებიდან, რომ მათ არ სურთ უკრაინის შემადგენლობაში ყოფნა“ - ვიაჩესლავ ვოლოდინი

✔️ პუტინმა უკვე აირჩია მემკვიდრე - ვინ არის ნიკოლაი პატრუშევი?

✔️ დასავლეთი სანქციების ხაფანგში გაება - The Hill