ოკუპირებულ აფხაზეთში ძლიერი წვიმის გამო სოხუმის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
წვიმამ ეზოების და კორპუსების პირველი სართულების დატბორვაც გამოიწვია. ე.წ. მერის, თემურ აგრბას დავალებით, ყველა სამსახური გაძლიერებულ რეჟიმზეა გადაყვანილი.
სოხუმის ადმინისტრაცია მოუწოდებს მოსახლეობას, რომ იმ ქუჩებით გადაადგილებისგან თავი შეიკავოს, სადაც წყალდიდობა დაფიქსირდა. ასევე არსებობს კალაპოტიდან მდინარეების გადმოსვლის საფრთხეც.