მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა ისმის

ვითარება ოკუპირებულ ყირიმში

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, ქალაქ ჯანკოიში აფეთქებების ხმა, ასევე, ჩანს ხანძარიც. აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება. 

ამასთან, Kryminform-ის ცნობით, თვითმხილველებმა დაადასტურეს, რომ ქალაქში აფეთქება რამდენიმეჯერ მოხდა. 

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ჯანკოის მახლობლად მოხდა. ადგილობრივი მოსახლეობა სატრანსფორმატორო ქვესადგურის ტერიტორიაზე ხანძრის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.

მომხდართან დაკავშირებით ოკუპანტების მხრიდან „ოფიციალური“ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ უკრაინაში მებრძოლ პრორუსულ ძალებს შორის განხეთქილება მოხდა - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“

✔️ „დროა, საქართველომ საკუთარ თავს ჰკითხოს - მართლა სურს ევროატლანტიკური გზით სვლა?” - ბობ ჰამილტონი