მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვის გამო, უკრაინამ ზოგიერთი სამხედრო გეგმა შეცვალა - CNN

უკრაინელი სამხედრო

უკრაინამ სამხედრო ოპერაციების გეგმები შეცვალა პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების ბოლოდროინდელი „გაჟონვის“ გამო. როგორც CNN იუწყება, ეს ინფორმაცია გამოცემას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებულმა წყარომ მიაწოდა.

პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილის, საბრინა სინგის განცხადებით, მათ უკვე დაიწყეს „უწყებათაშორისი ძალისხმევა“ გაჟონვის გავლენის შესაფასებლად.

„თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს გადაღებული დოკუმენტების ავთენტიკურობის განხილვასა და შეფასებას, რომლებიც ვრცელდება სოციალურ მედია საიტებზე და რომლებიც, როგორც ჩანს, შეიცავს სენსიტიურ და უაღრესად გასაიდუმლოებულ მასალას. დაიწყო უწყებათაშორისი ძალისხმევა, რომელიც ფოკუსირებულია იმ ზეგავლენის შეფასებაზე, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ამ გადაღებულ დოკუმენტებს როგორც აშშ-ის, ასევე, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოებაზე“, - აღნიშნა საბრინა სინგმა.

მისი თქმით, დოკუმენტების გაჟონვის საკითხზე აშშ-ის ოფიციალური პირები შაბათ-კვირას მოკავშირეებსა და პარტნიორებს ესაუბრნენ.

შეერთებულმა შტატებმა ამ ინციდენტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 რთული, მაგრამ კონტროლირებადი - გუმენიუკი სამხრეთში არსებულ ვითარებაზე

🔴 ევროპამ არ უნდა დაიცვას აშშ-ის ან ჩინეთის პოლიტიკა ტაივანთან მიმართებით - მაკრონი

🔴 რუსეთმა შესაძლოა გააძლიეროს ზეწოლა, აიძულოს უკრაინა დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს - ISW

🔴 რუსეთი რელიგიას იარაღად იყენებს - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“

🔴 სოციალურ ქსელებში გაჟონა სავარაუდო საიდუმლო დოკუმენტმა, რომლებიც უკრაინის კონტრშეტევის გეგმას ასახავს - NYT