რუსული „ვაგნერის ჯგუფის“ ლიდერი ევგენი პრიგოჟინი იმუქრება, რომ 10 მაისამდე თავისი ჯარებს უკრაინის ქალაქ ბახმუტიდან გაიყვანს.
პრიგოჟინის თქმით, ბახმუტის დატოვება საბრძოლო მასალის ნაკლებობის გამო სურს.
ცნობისთვის, მანამდე პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს აგინა და საბრძოლო მასალების მიწოდებისკენ მოუწოდა.
პრიგოჟინი აცხადებდა, რომ საბრძოლო მასალის 70%-იან ნაკლებობას განიცდიან. ის რუსეთის ხელმძღვანელობას აკრიტიკებდა, იმის გამო, რომ საჭირო შეიარაღებას არ აწვდიან.