მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი გააგრძელებს დონბასის მიწის ღრღნას - ბორის ჯონსონი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი

რუსეთის ფედერაცია დონბასში ნელა, მაგრამ ხელშესახებ პროგრესს აღწევს, - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა Bloomberg TV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა მიაღწიოს გარკვეულ წარმატებას მის სამხედროებს შორის მძიმე დანაკარგების ფასად.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელებმა რუსები კიევის შესასვლელიდან უკუაგდეს. მაგრამ ვშიშობ, რომ პუტინი გააგრძელებს დონბასის მიწის ღრღნას, ვშიშობ, რომ განაგრძობს თანდათანობითი, ნელი, მაგრამ შესამჩნევი პროგრესის მიღწევას. ამიტომ, აბსოლუტურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ უკრაინელების სამხედრო მხარდაჭერა“, - განაცხადა ჯონსონმა.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების პერსპექტივაზე საუბრისას ჯონსონმა კრემლის მეთაური ნიანგს შეადარა.

„როგორ შეგიძლია გაუმკლავდე ნიანგს, როცა ის გჭამს? ეს ბიჭი სრულიად არასანდოა“, - დასძინა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ 🎥 უკრაინელმა სამხედროებმა აჩვენეს როგორ ანადგურებენ FH 70 ჰაუბიცებით ოკუპანტებს

✔️ პუტინმა ვერ მიაღწია ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს და შეარყია რუსეთის სიძლიერე - ბლინკენი

✔️ ჯონსონი უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების ნაცვლად ახალ ალიანსს სთავაზობს - მედია

✔️ ოკუპანტმა რაკეტები ესროლა დნეპროპეტროვსკის რეგიონს - მაშველები ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ეძებენ

✔️ რუსეთი 50 წლის წინანდელ ტანკებს იყენებს - ბრიტანეთის დაზვერვა