მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება - აშშ-ის დაზვერვის უფროსი

აშშ-ის დაზვერვის უფროსი

ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება, -  ამის შესახებ უწყების დირექტორმა ავრილ ჰეინსმა სენატის მოსმენაზე განაცხადა.

მისი თქმით, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, შეიძლება რუსეთის ქმედებების ესკალაცია მოხდეს და ის უფრო არაპროგნოზირებადი გახდეს.

„ჩვენი შეფასებით, პრეზიდენტი პუტინი ემზადება უკრაინაში ხანგრძლივი კონფლიქტისთვის და ის კვლავ აპირებს დონბასის მიღმა არსებული მიზნების მიღწევას. პუტინს სურს დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების ხელში ჩაგდება, ქალაქ ხერსონის კონტროლი და პოტენციურად გააფართოოს სახმელეთო გზა არაღიარებული დნესტრისპირეთისკენ. მაგრამ დაზვერვის საზოგადოებას მიაჩნია, რომ დნესტრისპირეთში მისასვლელად პუტინს დასჭირდება სრული მობილიზაციის ჩატარება რუსეთის შიგნით, რაც მას ჯერ არ გაუკეთებია.

რეალობის გათვალისწინებით, პუტინი აწყდება შეუსაბამობას მის ამბიციებსა და რუსეთის ამჟამინდელ კონვენციურ სამხედრო შესაძლებლობებს შორის. რუსეთსაც და უკრაინასაც სჯერათ, რომ მათ შეუძლიათ სამხედრო გზით მიაღწიონ პროგრესს, ჩვენ ვერ ვხედავთ მოლაპარაკებების ეფექტურ გზას, სულ მცირე, მოკლევადიან პერიოდში“, - აცხადებს აშშ-ის დაზვერვის უფროსი.

ასევე დაგაინტერესებთ:

✔️პუტინმა ვერ მიაღწია დასახულ მიზნებს, შეტევა დონბასში არ მიდის გეგმის მიხედვით - პენტაგონი

✔️უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთში 79 ოკუპანტი გაანადგურეს

✔️უკრაინის საჰაერო ძალებმა დამპყრობლების ვერტმფრენი Mi-24 გაანადგურეს

✔️🎥 დონეცკის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების კოლონა გაანადგურეს

✔️🎥 უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტები ტექნიკასთან ერთად გაანადგურეს