მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინის დაპატიმრება შესაძლებელია იმ ქვეყნების ტერიტორიაზე, რომლებმაც რომის ქარტიის რატიფიცირება განახორციელეს - ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

პუტინის დაპატიმრება შესაძლებელია იმ ქვეყნების ტერიტორიაზე, რომლებმაც რომის ქარტიის რატიფიცირება განახორციელეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

„ასევე, არსებობს უკრაინის საკოორდინაციო საბჭო ბავშვთა დაცვისა და უსაფრთხოებისთვის, რომლის ამოცანაა, შეაჩეროს უკრაინიდან ბავშვების იძულებითი გადაყვანა ან დეპორტაცია რუსეთის ფედერაციაში, ოჯახებში დაბრუნება, ასევე გაერთიანება ბავშვის ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. უკრაინაში გამოძიების პროცესში დაფიქსირდა ბავშვების იძულებითი დეპორტაციის 16 000-ზე მეტი შემთხვევა. რეალური რიცხვები, შეიძლება, ბევრჯერ მეტი იყოს. 308 ბავშვის დაბრუნება მოხერხდა. ეს საკმაოდ რთული პროცესია, მაგრამ ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“, - აღნიშნა ანდრეი ერმაკმა.

ცნობისთვის, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.

ასევე დაგაინტერესებთ: 

👉 ივანიშვილი ნამდვილად არის ამ ქვეყნის ყველაზე ძლიერი მმართველი, ცდილობს ქვეყანა მართოს ჩრდილიდან - გახარია 

👉 ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს, ისინი ბუნებრივად მიდიან რუსეთისკენ - გახარია 

👉 „ალტ-ინფო“ ჩვეულებრივი მხედრიონია“ - შალვა ნათელაშვილი