მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინმა აღიარა, რომ რუსების უმრავლესობა აღარ ენდობა კრემლისა და თავდაცვის სამინისტროს განცხადებებს უკრაინის წინააღმდეგ ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით - ISW

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ რუსების უმრავლესობა აღარ ენდობა კრემლისა და თავდაცვის სამინისტროს განცხადებებს უკრაინის წინააღმდეგ ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) იუწყება. 

დიქტატორმა თავისი ქმედებებით, ასევე, დაადასტურა, რომ  ბლოგერები აგრძელებენ გავლენას მოსახლეობაზე, რომლებიც მათ ინფორმაციის სანდო წყაროდ მიიჩნევს.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი მზადაა, მოითმინოს კიდეც მცირე კრიტიკა მედია ბლოგერების მხრიდან, რომლებსაც ის ლოიალურად მიიჩნევს, რათა განაგრძოს უკრაინის წინააღმდეგ ომში უფრო და უფრო მეტი რესურსის ჩადება. 

„დარჩებიან თუ არა ბლოგერები პუტინისა და ომის ერთგულები, თუ რუსული არმია გააგრძელებს მარცხს? ეს კითხვები შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი, რადგან პუტინი ამკაცრებს თავის მოთხოვნებს მოსახლეობის მიმართ“, - აცხადებენ ანალიტიკოსები. 

ანალიტიკოსების თქმით, რუსი დიქტატორი იცავს მედია ბლოგერებს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს თავდასხმებისგან, მიუხედავად იმისა, რომ ის აძლიერებს რეპრესიებს და ცენზურას მთელ რუსეთში.

პუტინმა კრემლში ოფიციალური პოზიციების შეთავაზებით რამდენიმე ცნობილი მედია ბლოგერიც კი დააწინაურა.

„მედია ბლოგერების პოპულარობა, ალბათ, პირდაპირი შედეგია კრემლის უუნარობისა. პუტინს სურს, მოამზადოს რუსეთის ფედერაციის მოსახლეობა ხანგრძლივი ომისთვის“, - აღნიშნავენ ექსპერტები.

ომის შესწავლის ინსტიტუტი დასძენს, რომ პუტინი აგრძელებს მედიის ბლოგერების პუბლიკაციების დამოუკიდებლობის გაორმაგებას, მაშინაც კი, როდესაც ის აძლიერებს ძალისხმევას რუსეთის მოსახლეობის ომისთვის მობილიზებისთვის. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 უკრაინაში ფსკოვის მედესანტეების ოფიცერი გაანადგურეს

👉 პრიორიტეტია თავისუფლება, მზად ვართ ვიყოთ უწყლოდ, უშუქოდ და სითბოს გარეშე, მაგრამ არ ვართ მზად, დავთმოთ თავისუფლება - დმიტრი გორდონი

👉 „ვლადიმერ პუტინმა მარცხი განიცადა, ის ან წავა ან მას გაიტანენ კრემლიდან“ - დმიტრი გორდონი

👉 საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ანექსირებულია და საქართველო, ვითომც არაფერი, ისე აგრძელებს მეგობრობას რუსეთთან, ეს არ მესმის - დმიტრი გორდონი

👉 რუსები ყოველ ჯერზე მარცხდებიან, წააგეს სტრატეგიულად, ოპერაციულად და ტაქტიკურად - მარკ მილი