მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინმა ომის გზა აირჩია - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

უკრაინელ ხალხზე რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გაუმართლებელი შეტევა განახორციელეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. 

ბაიდენის თქმით, უკრაინას ომის პროვოცირება არ მოუხდენია. აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ პუტინმა ომის გზა აირჩია, რასაც კატასტროფული მსხვერპლი და ტანჯვა მოჰყვება.

ჯო ბაიდენის თქმითვე, აშშ-ის მოკავშირეები და პარტნიორები რუსეთის შეტევას პასუხს გასცემენ.

მისივე განცხადებით, სამხედრო აგრესიით გამოწვეულ მსხვერპლზე პასუხისმგებელი მხოლოდ რუსეთია. 

🔴 კიევი ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით იბომბება - ჟურნალისტი

🔴 როგორ დაესხა თავს რუსეთი უკრაინას - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადება

🔴 უკრაინა საჰაერო სივრცეს კეტავს

🔴 უკრაინამ საომარი მდგომარეობა შემოიღო