მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინმა შესაძლოა, ნატოს ბაზაზე შეტევა განახორციელოს - ბრიტანეთის უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესაჩერებლად, შესაძლოა, ნატოს ბაზაზე შეტევა განახორციელოს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ბრიტანეთის მთავრობის ყოფილმა მრჩეველმა, პიტერ რიკეტსმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში იარაღის ნაკადის ჩახშობის მცდელობებით, უფრო და უფრო სასოწარკვეთილი ხდება.

„სავარაუდოდ, ვფიქრობ, რომ ისინი რაიმე გზას ეძებენ, რათა იარაღის ამ ნაკადის უკრაინაში შესვლა ან შეზღუდონ ან თავიდან საერთოდ აიცილონ. ასე რომ, ჩვენ შეიძლება ვიხილოთ თავდასხმები დასავლეთიდან მომავალ კოლონებზე ან თვითმფრინავებზე. ცოტა ხანში, შესაძლოა, რაიმე სახის სარაკეტო იერიში განხორციელდეს თავდასხმა ნატოს ბაზაზე, სადაც უკრაინისთვის იარაღს ამზადებდნენ. ეს ნატოს ქვეყნებს უდავოდ, ნამდვილ დილემას შეუქმნის“, - განაცხადა პიტერ რიკეტმა.

მას, ასევე, მიაჩნია, რომ ომი უკრაინაში შეიძლება მრავალი წელი მიმდინარეობდეს და შიშობს, რომ კონფლიქტი იმ „ჩიხში მიდის, სადაც რუსეთი უკრაინის საკმარისად მნიშვნელოვან ნაწილს დაეუფლება“.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 იტალია მიიჩნევს, რომ ევროკავშირს რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება უფრო სწრაფად შეუძლია

👉 რუსთავში ყოფილმა ცოლმა ქმრის ცოცხლად დაწვა სცადა და ბენზინი გადაასხა

👉 რუსი ოკუპანტების მიერ დატყვევებული ბრიტანელები მედვედჩუკში გაცვლას ითხოვენ

👉 ბუნდესტაგმა უკრაინისათვის მძიმე იარაღის არმიწოდების გამო, პრემიერი შოლცი გააკრიტიკა

👉 ლვოვის მერი ქალაქზე იერიშის შემდეგ, რუსებს უკრაინელების მიზანმიმართულ თავდასხმაში ადანაშაულებს