მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსი ოკუპანტების მიერ დატყვევებული ბრიტანელები მედვედჩუკში გაცვლას ითხოვენ

რუსეთში დატყვევებული ბრიტანელები

რუსული ძალების მიერ უკრაინაში დატყვევებული ორი ბრიტანელი მებრძოლი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით გამოვიდა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ, ბორის ჯონსონს სახლში დაბრუნებაში დახმარება სთხოვა. ამბავს The Guardian იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, მათი განთავისუფლების სანაცვლოდ, უკრაინამ პრორუსი პოლიტიკოსი და ოლიგარქი, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირი, ვიქტორ მედვედჩუკი უნდა გაათავისუფლოს.

The Guadian-ის ცნობით, გაურკვეველია, თუ რამდენად თავისუფლად შეეძლოთ უკრაინის მხარეს მებრძოლ ბრიტანელ ჯარისკაცებს - შონ პინერსა და ეიდენ ასლინს ამაზე საუბარი.

Reuters-ზე დაყრდნობით, აგრეთვე, მედია იუწყება, რომ ტელევიზიის საშუალებით მათი მიმართვა „დაუდგენელი მამაკაცის დაჟინებული მოთხოვნის“ შემდეგ იქნა ჩაწერილი.

ცნობისთვის, გასულ კვირას, კრემლმა მედვედჩუკის გაცვლასთან დაკავშირებული შეთავაზება უარყო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ბუნდესტაგმა უკრაინისათვის მძიმე იარაღის არმიწოდების გამო, პრემიერი შოლცი გააკრიტიკა

👉 ლვოვის მერი ქალაქზე იერიშის შემდეგ, რუსებს უკრაინელების მიზანმიმართულ თავდასხმაში ადანაშაულებს

👉 რუსეთი ამტკიცებს, რომ მათმა საოკუპაციო ჯარებმა უკრაინაში ღამით, 315 სამიზნეს დაარტყეს

👉 ოკუპანტებმა კრემენაიაში სამოქალაქო მანქანას ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა 4 ადამიანი

👉 პირველადი ინფორმაციით, ლვოვის დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა - არიან დაშვებულები