მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი ამტკიცებს, რომ მათმა საოკუპაციო ჯარებმა უკრაინაში ღამით, 315 სამიზნეს დაარტყეს

ომი უკრაინაში

რუსული სახელმწიფო მედია იუწყება, რომ ფედერაციის სამხედროებმა უკრაინაში ღამით, სულ 315 სამიზნეს დაარტყეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC News ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ „ისკანდერის“ რაკეტებითა და იარაღის, მოკლე მანძილის ბალისტიკური რაკეტით უკრაინული სამხედრო ტექნიკის ოთხი საწყობი გაანადგურეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო TASS იტყობინება.

„მაღალი სიზუსტის საჰაერო გაშვებულმა რაკეტებმა ღამით 16 უკრაინის სამხედრო ობიექტი გაანადგურეს“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა.

მისი თქმით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ორი უკრაინული გამანადგურებელიც ჩამოაგდო.

გაცნობებთ, რომ ამასთან დაკავშირებით, BBC-მ აღნიშნული განცხადებების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ მოახერხა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ოკუპანტებმა კრემენაიაში სამოქალაქო მანქანას ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა 4 ადამიანი

👉 რუსმა ოკუპანტებმა კრემენაიაზე კონტროლი აიღეს - სერგეი გაიდაი

👉 რუსებმა ომში 20,6 ათასი ჯარისკაცი და თითქმის 800 ტანკი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბი

👉 პირველადი ინფორმაციით, ლვოვის დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა - არიან დაშვებულები

👉 რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის რაიონზე სარაკეტო იერიში მიიტანეს