მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი თავის ძალებს მარიუპოლიდან სხვა რეგიონებში წვრთნების გარეშე გადაიყვანს - ბრიტანული დაზვერვა

რუსი ოკუპანტები

ბრძოლის ველზე შედეგის მისაღწევად დიდი ზეწოლის გამო, რუსი მეთაურები თავიანთ ქვედანაყოფებს სათანადო მომზადების გარეშე მარიუპოლიდან სხვა რეგიონებში გადაიყვანს. ამის შესახებ უკრაინული მედია ბრიტანულ დაზვერვაზე დაყრდნობით წერს. 

„ომის დაწყებიდან მარიუპოლში უკრაინული ძალების ძლიერი წინააღმდეგობის გამო, რუსებს ესაჭიროებათ ხელახალი აღჭურვა და ძალების აღდგენა, სანამ ისინი ეფექტურად განლაგდებიან. ეს შეიძლება იყოს ხანგრძლივი პროცესი. 

თუმცა, რუსეთის სარდლობა ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი, სავარაუდოდ სწრაფად გადაანაწილებს თავის ძალებს სათანადო მომზადების გარეშე“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის აგრესიამ მარიუპოლში ერთ-ერთი უდიდესი ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. საპორტო ქალაქ მარიუპოლში განადგურებულია ინფრასტრუქტურული ობიექტები, სკოლები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები, საცხოვრებელი კორპუსები. 

ბლოკირებულ ქალაქში დაახლოებით 100 000 მშვიდობიანი მოქალაქე რჩება.  

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉ბლინკენმა რუსეთი უკრაინაში სურსათის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა

👉რუსები შეტევაზე გადავიდნენ ლისიჩანსკის და სევეროდონეცკის მახლობლად - უკრაინის გენშტაბი

👉უკრაინელებმა სამხრეთში ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავი და მრავალი სახის ტექნიკა გაანადგურეს

👉რუსეთი აგრძელებს აზოვსტალის დაბომბვას, სადაც უკრაინელი დამცველები არიან განლაგებული - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი