მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა, პასუხისმგებლობის დრო მოვა“ - გიტანას ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტი

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა დნიპროში რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს გამოეხმაურა.

„რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა.

მათ მოაქვთ ნგრევა, სიკვდილი და უზარმაზარი ტანჯვა ყველგან, სადაც მიდიან.

სისასტიკეს, მასობრივ მკვლელობებს, თავდასხმებს საცხოვრებელ კორპუსებზე - როგორც დღეს დნიპროში - არასოდეს აპატიებენ და დაივიწყებენ. პასუხისმგებლობის დრო მოვა.

ლიეტუვა უკრაინის გვერდით დგას“, - წერს ნაუსედა.

ცნობისთვის, 14 იანვარს რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვი. დაშავებულია 73 ადამიანი. სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე არ დასრულებულა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ბურჯანაძეს, როგორც ყველა ქაჯს, ამბიციამ სძლია და თავი ადრე გაიშიფრა“ - თაკო ჩარკვიანი

👉 უკრაინელებმა დონბასში რუსეთის 14 თავდასხმა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

👉 პრიგოჟინი მანიპულირებს „სოლედარის მიტაცებით“ და „ამცირებს“ რუსეთის არმიას - ISW