მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი უკრაინაში ჯარების ნაკადის გასაზრდელად ემზადება - უკრაინის გენერალური შტაბი

ომი უკრაინაში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება, რომ რუსეთმა ყირიმსა და სასაზღვრო რეგიონებში „ტერორისტული საფრთხის ყვითელი დონე“ გამოაცხადა, რათა მოაწყოს სამხედრო ტექნიკის, იარაღისა და პერსონალის გადაადგილება უკრაინის ტერიტორიაზე.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, აგრესორი აგრძელებს ე.წ. მოხალისეების გაგზავნას უკრაინის ტერიტორიაზე. 

„მტერი აგრძელებს სარაკეტო დაბომბვას სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ხარკოვისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში. აქტიურად ახორციელებს საჰაერო დაზვერვას. რუსეთის ფედერაციამ შემოიღო ეგრეთ წოდებული „ტერორისტული საფრთხის ყვითელი დონე“ ჩვენი ქვეყნის მოსაზღვრე რეგიონებში და ყირიმის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს ღონისძიებები სავარაუდოდ, ტარდება უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის, იარაღისა და პერსონალის გადაადგილების ორგანიზების მიზნით,“ - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში. 

ამასთან, გენშტაბი იუწყება, რომ არსებული ინფორმაციით, ლენინგრადის რეგიონში დაახლოებით 400 კაციანი ბატალიონი შეიქმნა. 

„იგი შედგება ექსკლუზიურად საბრძოლო გამოცდილების მქონე სამხედროებისგან“, - აღნიშნულია ინფორმაციაშია. 

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 კიდევ ერთი რუსული სუ-25 ჩამოაგდეს - უკრაინული მხარე

👉უკრაინაში პუტინის ნათლია და დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს

👉🎥 ხარკოვის რეგიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტანკების კოლონა გაანადგურეს

👉რუსეთის ფედერაციის აგენტი, რომელიც მუშაობდა უკრაინის ძალოვან სტრუქტურებში, ღალატის ბრალდებით დააკავეს

👉ხარკოვში დაგვიანებული მოქმედების ბომბები აღმოაჩინეს

👉მარიუპოლში საზღვაო ბრიგადის ქვედანაყოფებმა მტრის შიდა ალყა გაარღვიეს და აზოვის ბატალიონს შეუერთდნენ